ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 30. თევზჭერა

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიანესტან ანანიძელექსო სვიმონიშვილი

1.თევზჭერად ითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვების მიზნით შესაბამის წყლის ობიექტში (მათ შორის, საქართველოს შავ ზღვაში) თევზსაჭერი ან თევზსარეწი იარაღით, მოწყობილობით ან/და სხვა ხერხებითა და საშუალებებით განხორციელებული ქმედება. თევზჭერა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იყოფა სახეებად. იგი მოიცავს აგრეთვე სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერას (წყალქვეშა ნადირობის ჩათვლით).

2.ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ სპეციალური სარგებლობის ფორმით აწარმოონ სარეწაო თევზჭერა და წყლის უხერხემლოთა რეწვა თევზის მეურნეობის წყალსატევების სარეწაო უბნებზე. სარეწაო უბნებს მიეკუთვნებიან ზედაპირული და ტერიტორიული ზღვის წყლები, რომლებიც გამოიყენება (შეიძლება გამოყენებულ იქნეს) თევზის ან სხვა წყლის ცხოველთა სამყაროს ობიექტების სარეწაო მოპოვებისათვის ან აქვს გარკვეული მნიშვნელობა მათი აღწარმოებისათვის, აგრეთვე საქართველოს კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები.

3.ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში, გარდა იმ წყალსატევებისა და წყალსატევთა უბნებისა, რომლებიც უჭირავთ ნაკრძალებს ან სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტებს (თევზის სანაშენეები, გუბურები, თევზის სხვა კულტურული მეურნეობები და ა. შ.) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.აკრძალულია მცირე ვეშაპისებრთა მოპოვება, გარდა ამ კანონის 34-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა.

5.აკრძალულია ზღვის ძუძუმწოვრებზე წყალქვეშა ნადირობა.

6.იმ წყალსატევზე და წყალსატევის უბანზე, რომელიც სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტია, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება ხდება ამ ობიექტის მფლობელის ნებართვითა და მის მიერ დადგენილი საფასურის გადახდით, საქართველოს წყლის კანონმდებლობის შესაბამისად.

7.ცალკეულ შემთხვევებში წყლის ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა და უხერხემლოთა მოპოვება სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ სპეციალური სარგებლობის ფორმით.

8.აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში თევზჭერა რეგულირდება დებულებით „აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების სამსახური და ამტკიცებს სამინისტრო.

9.თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

10.აკვაკულტურის საქმიანობის პროცესში გამოზრდილ წყლის ცხოველებთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი № 7 25 – ვებგვერდი, 03.07.2013წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6414 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თევზჭერად ითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვების მიზნით შესაბამის წყლის ობიექტში (მათ შორის, საქართველოს შავ ზღვაში) თევზსაჭერი ან თევზსარეწი იარაღით, მოწყობილობით ან/და სხვა ხერხებითა და საშუალებებით განხორციელებული ქმედება. თევზჭერა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იყოფა სახეებად. იგი მოიცავს აგრეთვე სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერას (წყალქვეშა ნადირობის ჩათვლით). 2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ სპეციალური სარგებლობის ფორმით აწარმოონ სარეწაო თევზჭერა და წყლის უხერხემლოთა რეწვა თევზის მეურნეობის წყალსატევების სარეწაო უბნებზე. სარეწაო უბნებს მიეკუთვნებიან ზედაპირული და ტერიტორიული ზღვის წყლები, რომლებიც გამოიყენება (შეიძლება გამოყენებულ იქნეს) თევზის ან სხვა წყლის ცხოველთა სამყაროს ობიექტების სარეწაო მოპოვებისათვის ან აქვს გარკვეული მნიშვნელობა მათი აღწარმოებისათვის, აგრეთვე საქართველოს კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები. 3. ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში, გარდა იმ წყალსატევებისა და წყალსატევთა უბნებისა, რომლებიც უჭირავთ ნაკრძალებს ან სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტებს (თევზის სანაშენეები, გუბურები, თევზის სხვა კულტურული მეურნეობები და ა. შ.) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. აკრძალულია მცირე ვეშაპისებრთა მოპოვება, გარდა ამ კანონის 34-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა. 5. აკრძალულია ზღვის ძუძუმწოვრებზე წყალქვეშა ნადირობა. 6. იმ წყალსატევზე და წყალსატევის უბანზე, რომელიც სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტია, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება ხდება ამ ობიექტის მფლობელის ნებართვითა და მის მიერ დადგენილი საფასურის გადახდით, საქართველოს წყლის კანონმდებლობის შესაბამისად. 7. ცალკეულ შემთხვევებში წყლის ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა და უხერხემლოთა მოპოვება სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება დაშვებული იქნეს მხოლოდ სპეციალური სარგებლობის ფორმით. 8. აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში თევზჭერა რეგულირდება დებულებით „აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებ”, რომელსაც შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების სამსახური და ამტკიცებს სამინისტრო. 9. თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები. 10. აკვაკულტურის საქმიანობის პროცესში გამოზრდილ წყლის ცხოველებთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2013 წლის 12 ივნისის კანონი № 7 25 – ვებგვერდი, 03.07.2013წ. საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6414 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 მარ. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 1 ივლ. 2020
  2. · გამოქვეყნდა 3 ივლ. 2013

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30086³8689³13211934262725192810 (დ…2530
მითითებამნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სისხლის სა…აკვაკულტურის შესახებსაზღვაო კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №20 · ბოლოს შემოწმდა