Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 47²

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 47². უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:სახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულებიდროებითი ვიზებიდოკუმენტების შესაბამისობადეპორტაციისგან დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენი უცხოელის მიერ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ საქართველოს დატოვების უზრუნველყოფას და მისთვის საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის დაწესებას. ამ სასჯელის მიზნებისთვის უცხოელი არის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.

2.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − ორიდან ათ წლამდე ვადით; ბ) მძიმე დანაშაულისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − ხუთიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ.

3.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის უცხოელის საქართველოში დარჩენა.

4.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ გამოიყენება უცხოელის იმ სახელმწიფოში გაძევებისას, რომელშიც: ა) იგი იდევნება პოლიტიკური მრწამსისთვის ან იმ ქმედებისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება; ბ) იგი იდევნება ადამიანის უფლებათა და მშვიდობის დაცვისთვის, პროგრესული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისთვის; გ) მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება; დ) მას წამების ან არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ანდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხე შეექმნება.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის არსებობის შესახებ დასკვნას პროკურორის ან გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე 30 დღის ვადაში გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს დასკვნა აუცილებელი არ არის, თუ მხარეთა შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რომლის პირობა ითვალისწინებს სასჯელის სახით უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის დანიშვნას.

6.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში სასჯელის სახით გათვალისწინებული არ არის.

7.დამატებით სასჯელად დანიშნული უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება აღსრულდეს: ა) უცხოელის მიერ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე ან მისი ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე, თუ იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) უცხოელის მიერ სასჯელის მოხდამდე, თუ მას დანიშნული აქვს არასაპატიმრო სასჯელი; გ) გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, თუ უცხოელს სასამართლომ პირობითი მსჯავრი დაუნიშნა.

8.უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ აღსრულდება, თუ უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს.

9.უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვის მოხდის ვადა აითვლება უცხოელის საქართველოდან გაძევების დღიდან. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №876 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
წინა მუხლი 47¹შემდეგი მუხლი 48

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მოკლევადიანი ვიზის გაგრძელება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავიზო ვადის გადაცილება და რეგულირება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიგრანტის უკანონო გადაყვანა (მუხლი 344¹) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დეპორტაციისგან დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №296

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-07-07
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 38საერთაშორისო დაცვი… 38საერთაშორისო დაცვი… 38

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 285პენიტენციური კოდექ… 92მუხლი 73

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 380¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა
  • 344საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
  • 344¹საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა)

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 73¹უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 31¹უცხოელის საქართველოდან გაძევება
  • 31²უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
  • 307¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ დადგენილების ან/და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის შესახებ დადგენილების აღსრულება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 63საქართველოდან გაძევებული უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
  • 51უცხოელის საქართველოდან გაძევება
  • 57¹იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 18ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაულები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 165⁷მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3873380¹34431¹31²307¹285635157¹73¹38923847²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიარასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026