Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიმუხლი 73

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

მუხლი 73. სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით

რედაქცია №296 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:გასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვაარასრულწლოვანთა სისხლის სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233²3³3⁴456788¹99¹1011121314

1.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის დროს მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით. ამასთანავე, იგი შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.

2.სასჯელის მოუხდელი ნაწილი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა დანიშნული სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი.

3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის (გარდა პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან. 3 ​ 1 . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 47 1 მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების მოთხოვნები. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისაგან.

3².საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია უცხოელ მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული უცხოელი მსჯავრდებულისა, სასჯელის მოხდის დროს სასჯელის მოუხდელი ნაწილი უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეუცვალოს. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს დამატებითი სასჯელის (გარდა ქონების ჩამორთმევისა) მოხდისგან.

3³.უცხოელი მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება ამ კოდექსის 47 2 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ ნაწილით განსაზღვრული აკრძალვის საფუძვლის არსებობის შესახებ დასკვნას პენიტენციური დაწესებულების მიმართვის საფუძველზე 30 დღის ვადაში გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3⁴.უცხოელი მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეცვლა არ გამოიყენება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი მსჯავრდებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

4.ამ მუხლის მე-3−3 2 ნაწილებით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, ხოლო უცხოელ მსჯავრდებულს – უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; ბ) მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გათავისუფლდა, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე; ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა ამ მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

5.( ამოღებულია - 12.06.2015, №3714 ).

6.ამ მუხლის მე-3−3 2 ნაწილებით გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები.

7.მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, ხოლო უცხოელ მსჯავრდებულს − აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი, წარმატებით გაიარა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის შემაჯამებელი ანგარიშის საფუძველზე, დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევის, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის, ნასამართლობის, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის, ოჯახური პირობებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით. მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეიძლება შეეცვალოს არანაკლებ ხუთი და არაუმეტეს ათი წლის ვადით, ამ კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაანგარიშების შესაბამისად, ხოლო უცხოელ მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეიძლება შეეცვალოს ამ კოდექსის 47 2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

8.თუ ამ მუხლის მე-3 ან 3 1 ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩათვლილი აქვს პირობით, გამოსაცდელი ვადის დინება იწყება სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ან შინაპატიმრობის მოხდის მომენტიდან.

8¹.თუ ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებულ უცხოელ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის ნაწილი პირობით აქვს ჩათვლილი, მისი საქართველოდან გაძევების მომენტიდან გამოსაცდელი ვადის ათვლა ჩერდება. ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება განახლდება.

9.ამ მუხლის მე-3 ან 3 1 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო.

9¹.ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებული უცხოელი მსჯავრდებულისთვის შეცვლილი სასჯელის აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

10.თუ ამ მუხლის მე-3 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდისას: ა) განზრახ თავი აარიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან თუ სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და აღსრულდეს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისთვის, თუ სასამართლო გააუქმებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. გამონაკლის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.

11.ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

12.თუ ამ მუხლის 3 1 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებულმა მსჯავრდებულმა შინაპატიმრობის მოხდისას: ა) განზრახ თავი აარიდა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ან თუ სხვა მიზეზით სასჯელის შემდგომი მოხდა მიზანშეუწონელია, სასამართლოს შეუძლია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს წარდგინებით დაადგინოს, რომ გაუქმდეს შინაპატიმრობა და აღსრულდეს სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი; ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, შინაპატიმრობის გაუქმების ან ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო; გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს შინაპატიმრობას და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავე წესით დაენიშნება მას სასჯელი გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისთვის, თუ სასამართლო გააუქმებს შინაპატიმრობას. გამონაკლის შემთხვევაში შინაპატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს გენერალურ პროკურორთან ან მის მიერ უფლებამოსილ პირთან.

13.ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა შინაპატიმრობის სახით, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: შინაპატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

14.ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2619 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.39 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №893 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.317 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1398 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.94 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2697 - სსმ I, №12, 24.03.2010წ., მუხ.70 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6504 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1796 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2757 - ვებგვერდი, 11.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3714 - ვებგვერდი, 24.06.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის  კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3125 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3813 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5402 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი №90 – ვებგვერდი, 11.01.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3887 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1806 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 29 ივლ. 2025
წინა მუხლი 72¹შემდეგი მუხლი 73¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ახალგაზრდა მიზეზის შემსუბუქება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ქვეყნის შემცირების მოტივი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №296

11
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
2
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 44მუხლი 47¹მუხლი 47²მუხლი 59მუხლი 62მუხლი 72

მიუთითებენ მასზე

არასრულწლოვანთა მა… 95არასრულწლოვანთა მა… 96საქართველოს სისხლი… 611პენიტენციური კოდექ… 88მუხლი 44მუხლი 72ამნისტიის შესახებ 1ამნისტიის შესახებ 3ამნისტიის შესახებ 6ამნისტიის შესახებ 7ამნისტიის შესახებ 14

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 72სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
  • 73¹სასჯელის გადახედვა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად
  • 67პირობითი მსჯავრის გაუქმება ან გამოსაცდელი ვადის გაგრძელება/შემცირება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 285სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა
  • 284ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 92საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ
  • 90სამსახურის ადგილობრივი საბჭო

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57³იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 27¹პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

  • 5უფლების აღდგენა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 96არასრულწლოვანი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლა

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 43ზოგადი დებულებები თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდის მიზნით გადაცემასთან (გადმოცემასთან) დაკავშირებით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
447247¹47²596261196951367148873
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსიამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026