Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებმუხლი 39

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

მუხლი 39. გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ჯანდაცვის ტრანზაქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადანერგვის საინფორმაციო ცენტრს ქმნის კომპეტენტური უწყება.

2.გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებია: ა) ცოცხალი დონორისთვის, გარდაცვლილი დონორისა და რეციპიენტისთვის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდების შექმნა; ბ) პირების (პაციენტების) მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრაცია, მათ შესახებ მონაცემებისა და მათი სტატუსის მართვა; გ) დონორთა ეროვნული რეესტრის წარმოება, გარდაცვლილი დონორების რეგისტრაცია და დონორისა და ორგანოს მახასიათებლების (მათ შორის, HLA-ტიპირების) შესახებ ინფორმაციის/მონაცემების მართვა; დ) ორგანოების თანხვდენის სიის შექმნა პაციენტის მახასიათებლების დონორის მახასიათებლებთან კომპიუტერული შესაბამისობისა და თანხვდენის საფუძველზე, ორგანოების განაწილების წესებისა და შეთანხმებული სამედიცინო კრიტერიუმების მიხედვით; ე) ციფრული მონაცემების ჩაწერის უზრუნველყოფა და მათი მიკვლევადობა ორგანოების დონაციიდან მათ გადანერგვამდე ან განკარგვამდე/წუნდებამდე; ვ) რეციპიენტთა რეესტრის მართვა/რეციპიენტების შესახებ მონაცემთა კონტროლი; ზ) ცოცხალი დონორების რეესტრის მართვა/ცოცხალი დონორების შესახებ მონაცემთა კონტროლი; თ) სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების რეესტრის წარმოება და მისი მონაცემების სამინისტროს სისტემის შესაბამისი უწყებისთვის გაზიარება; ი) შესაბამისი მონაცემების პერიოდული ანალიზი და ორგანოების დონაციისა და გადანერგვის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.

3.გადანერგვის საინფორმაციო ცენტრს მართავს კომპეტენტური უწყება. ეს ცენტრი დონორი კლინიკისთვის, გადანერგვის ცენტრისთვის, მათთან დაკავშირებული ლაბორატორიისა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა კომპეტენტური უწყების შესაბამისი უფლებამოსილი პირებისთვის ხელმისაწვდომია დადგენილი წესით.

4.სამედიცინო დაწესებულებისთვის (დონორი კლინიკა, გადანერგვის ცენტრი) ხელმისაწვდომი უნდა იყოს გადანერგვის საინფორმაციო ცენტრის ბაზაში არსებული საკუთარი მონაცემები. სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს, გამოიყენოს ელექტრონული მოდული შიდაორგანიზაციული მიზნებისთვის.

5.გადანერგვის საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 38შემდეგი მუხლი 40

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საავადმყოფოს შერწყმა და შეძენასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №2

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 36კომპეტენტური უწყება (უწყებები)
  • 32ორგანოს გადანერგვა
  • 27გარდაცვლილი პირის ორგანოს (ორგანოების) დონაციის საკითხის გადაწყვეტაში მისი ოჯახის მონაწილეობა და დონაციაზე თანხმობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ

  • 35კომპეტენტური უწყება (უწყებები)
  • 13დონორისა და რეციპიენტის დაცვა

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ

  • 10გადამხდელი სააგენტო

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 316³განცხადების შინაარსი
  • 316²განცხადების შეტანა

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შექმნის შესახებ

  • 5ორგანიზაციის ფუნქციები

ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ

  • 24დონორისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია და დონორისგან მისაღები ინფორმაცია
  • 18შეტყობინება სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ
  • 15სამედიცინო დაწესებულების სისხლის ბანკი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
316³316²524181535133632271039
მნიშვნელობით ახლოსადამიანის ორგანოთა გად…ადამიანის ქსოვილებისა …სოფლის მეურნეობისა და …საქართველოს სამოქალაქო…საჯარო სამართლის იურიდ…ადამიანის სისხლისა და …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026