დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 37¹⁵. გადაწყვეტილების ჩაბარება და გასაჩივრება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის წარმდგენს ეგზავნება ელექტრონულად ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო ამგვარად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში − ფოსტით. საჩივრის წარმდგენის წერილობითი მოთხოვნით ეს გადაწყვეტილება მას შეიძლება გადაეცეს როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით.

2.დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება ჩაბარებულად მიიჩნევა მისი გაცნობის დღიდან. თუ ამ გადაწყვეტილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ან ფოსტით ზედიზედ ორჯერ გაგზავნის შემთხვევაში საჩივრის წარმდგენი ვერ გაეცნო მას, გადაწყვეტილება საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით ქვეყნდება საჯაროდ, საპენსიო ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე და ჩაბარებულად ითვლება მისი აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.

3.საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, დავების განხილვის სამსახურის გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს საერთო სასამართლოში.

4.დავების განხილვის სამსახურის ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/1 – ვებგვერდი, 17.09.2026წ. თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ეს მუხლი კანონში არ იყო.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 2018 – 1 ივნ. 2027 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11197¹18430230630515¹ (…13 (დ…41⁹37¹⁰37¹³37¹⁴37¹⁵
მნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საგადასახა…საგადახდო სისტემისა და…არასამხედრო ალტერნატიუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა