Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 63

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 63. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურას იწყებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი.

2.უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, უნდა შეატყობინოს მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყების შესახებ.

3.ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე სრულწლოვან პირთან ინდივიდუალური გასაუბრების ჩატარება მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, რათა აღნიშნულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს ინფორმაცია და განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც დაიწყო მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურა, ასევე წარადგინოს სხვა ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისთვის შესაბამისი სტატუსის გახანგრძლივების საჭიროებას.

4.თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი საქართველოში არ იმყოფება, ან მასთან დაკავშირება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ვერ ხერხდება, ან იგი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელება ან მის გაგრძელებაზე უარის თქმა მოხდება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც აქვს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.

5.თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში და წარადგენს ინფორმაციას მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, აღნიშნული მიზეზის გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის შესახებ.

6.გასაუბრება ტარდება ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესით.

7.პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხზე, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის საკითხზე გასაუბრების დროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს როგორც მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის კანონიერებას, ისე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში).

8.პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დასრულებამდე, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მას აქვს შესაბამის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება და მოვალეობა.

9.ამ მუხლის პირველი ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 62შემდეგი მუხლი 64

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №2

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 64პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება
  • 26საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა
  • 62საერთაშორისო დაცვის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 53საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა
  • 54საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება
  • 52საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის გაუქმების ან ჩამორთმევის საფუძვლები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁵საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა
  • 21¹¹⁷საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 34²პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁵21¹¹⁴21¹¹⁷34²52¹53545241¹64266263
მნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისისხლის სამართლის სფერ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026