Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 6

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 6. საქართველოს ვიზის გაცემის ზოგადი პირობები

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დროებითი ვიზებისაინვესტიციო მიგრაციაოჯახის გაერთიანებავიზაზე უარიბინადრობის ნებართვები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹1²22¹33¹45677¹810

1.საქართველოს ვიზას გასცემენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.

1¹.საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზას გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი წესით. ამისათვის უცხოელი შესაბამისი განაცხადით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა.

1².საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე გასცემს ელექტრონულ ვიზას, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადი წარდგენილ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით.

2.უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ახლომდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2¹.იმ უცხოელზე, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, საქართველოს ვიზის გაცემა ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება შესაძლებელია მესამე სახელმწიფოს მიენდოს. საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელების პირობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით.

3.უცხოელს, რომელიც მესამე სახელმწიფოში იმყოფება, საქართველოს ვიზის მისაღებად შეუძლია მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, თუ მას ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა აქვს. ამ კატეგორიის უცხოელზე საქართველოს ვიზის გაცემის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას.

3¹.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება კომერციულ შუამავალს მიანდოს. კომერციული შუამავლის მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კომერციულ შუამავალს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

4.გამონაკლის შემთხვევაში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ უცხოელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. ასეთ შემთხვევაში მასზე გაიცემა ერთჯერადი ვიზა 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით, ხოლო უცხოელის საქართველოში შემოსვლის შემდეგ – დროებითი ბინადრობის მოწმობა.

5.უცხოელზე შეიძლება გაიცეს ერთჯერადი ან მრავალჯერადი ვიზა საქართველოში შემოსვლის უფლებით, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს.

6.ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა.

7.მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, გარდა ამ მუხლის 7 1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და რომლის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი არსებობს, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

7¹.მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა ასევე შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედების ვადითა და საქართველოში 1 წლის ვადით ყოფნის უფლებით მხოლოდ C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის გაცემის შემთხვევაში.

8.გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში. გრძელვადიანი ვიზა დიპლომატიური აკრედიტაციის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. [ 8. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შემთხვევაში. გრძელვადიანი ვიზა დიპლომატიური აკრედიტაციის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა, თუ ამ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 9. საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს ვიზის გაცემასთან, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასთან და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და წესი.

10.საქართველოს ვიზა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც სავიზო განაცხადის წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის კანონი №3602 – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1511 – ვებგვერდი, 15.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ვიზას გასცემენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. 1 1 . საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საიმიგრაციო ვიზას გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი წესით. ამისათვის უცხოელი შესაბამისი განაცხადით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა. 1 2 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მყოფ უცხოელზე გასცემს ელექტრონულ ვიზას, თუ შესაბამისი სავიზო განაცხადი წარდგენილ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით. 2. უცხოელს, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაშიც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, შეუძლია საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართოს ახლომდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 2 1 . იმ უცხოელზე, რომლის მოქალაქეობის ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ აქვს, საქართველოს ვიზის გაცემა ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება შესაძლებელია მესამე სახელმწიფოს მიენდოს. საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელების პირობები განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით. 3. უცხოელს, რომელიც მესამე სახელმწიფოში იმყოფება, საქართველოს ვიზის მისაღებად შეუძლია მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, თუ მას ადგილსამყოფელი ქვეყნის მრავალჯერადი შესვლა-გასვლის მოქმედი ვიზა ან მოქმედი ბინადრობის ნებართვა აქვს. ამ კატეგორიის უცხოელზე საქართველოს ვიზის გაცემის შემთხვევაში ადგილსამყოფელი ქვეყნის ზემოაღნიშნული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა 3 თვით უნდა აღემატებოდეს საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას. 3 1 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელება კომერციულ შუამავალს მიანდოს. კომერციული შუამავლის მიერ საქართველოს ვიზის გაცემისათვის საჭირო ცალკეული მოქმედებების განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კომერციულ შუამავალს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. 4. გამონაკლის შემთხვევაში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საერთაშორისო სამართლებრივი ან ჰუმანიტარული საფუძვლებიდან ან საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუ უცხოელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. ასეთ შემთხვევაში მასზე გაიცემა ერთჯერადი ვიზა 30 კალენდარული დღის მოქმედების ვადით, ხოლო უცხოელის საქართველოში შემოსვლის შემდეგ – დროებითი ბინადრობის მოწმობა. 5. უცხოელზე შეიძლება გაიცეს ერთჯერადი ან მრავალჯერადი ვიზა საქართველოში შემოსვლის უფლებით, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს ვიზის მიღებისათვის დადგენილ მოთხოვნებსა და პირობებს. 6. ერთჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს უცხოელის მიერ სავიზო განაცხადში მითითებული დღეების რაოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. 7. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის მოქმედების ვადით. ამასთანავე, უცხოელის საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში, გარდა ამ მუხლის 7 1 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც წინა წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთხელ მაინც იმყოფებოდა საქართველოში და რომლის მიერ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის მოთხოვნის საფუძველი არსებობს, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7 1 . მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზა ასევე შეიძლება გაიცეს 5 წლის მოქმედების ვადითა და საქართველოში 1 წლის ვადით ყოფნის უფლებით მხოლოდ C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის გაცემის შემთხვევაში. 8. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა მხოლოდ D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემის შემთხვევაში. გრძელვადიანი ვიზა დიპლომატიური აკრედიტაციის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. [ 8. გრძელვადიანი ვიზა გაიცემა მრავალჯერადი შესვლის უფლებით, 90 კალენდარული დღის ან 1 წლის მოქმედებისა და საქართველოში ყოფნის ვადით. გრძელვადიანი ვიზა 1 წლის მოქმედების ვადით გაიცემა D5 კატეგორიისა და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შემთხვევაში. გრძელვადიანი ვიზა დიპლომატიური აკრედიტაციის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების წინაპირობაა, თუ ამ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 9. საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს ვიზის გაცემასთან, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებასთან და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და წესი. 10. საქართველოს ვიზა არ გაიცემა იმ უცხოელზე, რომელიც სავიზო განაცხადის წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. საქართველოს 2014  წლის  14 ნოემბრის  კანონი №2788 - ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 მაისის  კანონი №3602  – ვებგვერდი, 15.05.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი  №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 15 აპრილის კანონი №1511 – ვებგვერდი, 15.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 15 აპრ. 2026

    მე-6 მუხლში დაემატა 7¹ პუნქტი C5 ორდინალური ვიზისთვის (5 წლის მოქმედება, 1 წლით ყოფნის უფლება) და მე-7 პუნქტის 90/180-დღიან ლიმიტს დაემატა ამ შემთხვევის გამონაკლისი; პირველი პუნქტიდან ამოღებულია ვებგვერდის დასახელება.

  3. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
  4. 15 მაი. 2015

    მე-8 პუნქტში გრძელვადიანი ვიზის ვადას დაემატა 1 წელი (მხოლოდ D5 საიმიგრაციო ვიზისთვის) და ვიზის წინაპირობად ქცევას დაემატა მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი; მე-9 პუნქტში მთავრობას მიეცა საჩივრის ვადებისა და წესის განსხვავებულად დადგენის უფლებამოსილება.

  5. 26 ნოე. 2014

    მე-6 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი: საიმიგრაციო ვიზას გასცემს საგარეო საქმეთა სამინისტრო, განცხადება კი კანონიერი ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღით ადრე უნდა წარდგეს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბიზნეს ვიზა (C/D კატეგორია)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ვიზის განაცხადები4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოკლევადიანი ვიზის გაგრძელება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავიზო ვადის გადაცილება და რეგულირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №23

  • 5 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 10 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

მუხლი 20¹მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 8საქართველოს ვიზის მიღებისათვის საჭირო პროცედურები
  • 11საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები
  • 10საქართველოს სავიზო ვალდებულებებისაგან გათავისუფლება

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 19საქართველოს ვიზის გაცემა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 82საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 73საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 44საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20²

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³⁶საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან, აგრეთვე სააგენტოს მიერ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹³⁵სასამართლოსთვის მიმართვა

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 5საქართველოს მოქალაქის პასპორტი
  • 15საქართველოდან გასვლისას საზღვრის გადაკვეთისათვის სავალდებულო დოკუმენტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁶21¹³⁵20²4451519820¹72111073826
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საკონსულო საქმიანობის …საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026