საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹³⁹. კომერციული ბანკის, დამსაქმებლის (მისი უფლებამონაცვლის), მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ან სხვა პირის მიერ საქართველოს საპენსიო ფონდისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი

რედაქცია №113 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოსამართლე საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანებას გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.

2.მოსამართლე საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

3.საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4.საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) შუამდგომლობის ავტორი; დ) ის კომერციული ბანკი, დამსაქმებელი (მისი უფლებამონაცვლე), მონაწილე, პენსიის მიმღები, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდს ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა მიაწოდოს; ე) ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდების ფორმა და ვადა; ვ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ზ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5.საქართველოს საპენსიო ფონდის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) შუამდგომლობის ავტორი; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

6.მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზავნება საქართველოს საპენსიო ფონდს, მეორე – შესაბამის პირს, კომერციულ ბანკს, დამსაქმებელს (მის უფლებამონაცვლეს), მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს ან სხვა პირს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.

7.მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ამ ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.

8.მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

9.სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში.

10.სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1861/2 – ვებგვერდი, 17.09.2026წ. თავი VIII. ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №113 · ძალაშია 1 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 15 ოქტ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁷21¹³⁸21⁴⁷14644437⁷344443559121¹³⁹
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისახელმწიფო პენსიის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №113 · ბოლოს შემოწმდა