ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 43. საპენსიო განაცხადი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

საპენსიო განაცხადი, რომლის ფორმას ადგენენ საპენსიო კომპანია, მზღვეველი და აქტივების მმართველი კომპანია, უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას: ა) მონაწილის ან მემკვიდრის/ბენეფიციარის პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, საპენსიო ასაკზე ან პენსიის მიღების უფლების ამ კანონით დადგენილ სხვა საფუძველზე მითითებას; ბ) იმ კომერციული ბანკის დასახელებასა და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, რომლებსაც მონაწილე გამოიყენებს პენსიის მისაღებად; გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამკვიდროს გახსნის დამადასტურებელი დოკუმენტის, ანდერძის ან/და სხვა სახის დოკუმენტის ან/და სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მემკვიდრეთა ვინაობას განსაზღვრავს, თუ მონაწილეს საპენსიო სქემაში გაწევრებისას ბენეფიციარი არ განუსაზღვრავს; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ მონაწილის შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში; ე) მონაწილის მიერ არჩეული პენსიის მიღების ფორმის შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁸21¹³⁷21¹³⁹13125323174440552243
მითითებამნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო პენსიის/საპ…სახელმწიფო პენსიის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა