Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21⁶⁵

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁶⁵. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის წესი

რედაქცია №112კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გამოქვეყნდა ახალი რედაქცია

საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ გამოაქვეყნა რედაქცია №113 (28.10.2026). ამ გვერდზე ნაჩვენებია წინა, №112 (16.09.2026), ამიტომ ტექსტი შეიძლება უკვე შეცვლილი იყოს.

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა.

2.მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს . სასამართლო სხდომაზე ამ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი , გადასახადის გადამხდელი და ის პირი , რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო ( გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც მხარეთა მოწვევა ვერ ხერხდება ).

3.მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

4.საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების გამოცემის თარიღი და ადგილი; ბ) ბრძანების გამომცემი მოსამართლის გვარი; გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც სასამართლოს შუამდგომლობა წარუდგინა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

5.მოსამართლის ბრძანება დგება ოთხ ეგზემპლარად . ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს , მეორე – გადასახადის გადამხდელს , მესამე − იმ პირს , რომლის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო , ხოლო მეოთხე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში .

6.მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვისთანავე . ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას .

7.მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 14 დღეში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

8.საჩივარს სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 10 დღის ვადაში .

9.სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება . საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/2/1520 – ვებგვერდი, 11.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №983 – ვებგვერდი, 17.10.2025წ. თავი VII​ 17 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6759 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №104 · ძალაშია 17 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 17 ოქტ. 2025
  2. 11 მარ. 2025

    21⁶⁵ მუხლის ტექსტში დაემატა შენიშვნები სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ: პირველი და მე-7 ნაწილები ძალადაკარგულად იქნება ცნობილი 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან, ხოლო მე-3 და მე-4 ნაწილების დასახელებული ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21⁶⁴შემდეგი მუხლი 21⁶⁶

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 2 ცვლილება · ბოლო 17 ოქტ. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21⁶³მოსამართლის ბრძანება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე
  • 21²³გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21⁴⁷კომერციული ბანკის, მიკრობანკის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის, საბროკერო კომპანიის, ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის, აქტივების მმართველი კომპანიის, საინვესტიციო კომპანიის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემის წესი (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 246გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირი
  • 65გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
  • 293საგადასახადო შეთანხმების გაფორმება

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 47გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 18 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა
  • 3 (დანართი 1)გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესი
  • 109 (დანართი 1)ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის პირობები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 64აცილების შუამდგომლობის გადაწყვეტის წესი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 363¹⁸განცხადების განხილვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁶³21²³21⁴⁷363¹⁸642466529318 (დ…3 (და…109 (…4721⁶⁵
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საგადასახა…რეაბილიტაციისა და კრედ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026