Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21⁶⁶

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21⁶⁶. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის წესი

რედაქცია №111 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ოჯახში ძალადობაწინასასამართლო და პროცედურული დაცვასაავტორო უფლებების დაცვაინციდენტზე რეაგირებამონაცემთა გაჟონვის მართვამედიაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი.

2.ელექტრონული ზედამხედველობა წესდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 3 2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიების განხორციელების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ არსებობს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე.

3.ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის ადგილის მიხედვით.

4.სასამართლო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დასამტკიცებლად წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის მიზანშეწონილობის საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე. მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის ნაწილობრივ დამტკიცება გულისხმობს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმში მითითებული ვადის შეცვლას. სასამართლო მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მოძალადის მხრიდან ძალადობის განმეორების საფრთხის რეალურობის გათვალისწინებით. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსულში მოძალადის მიერ მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მხრიდან მუქარა ან/და მის მიერ ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამომცემი პოლიციის უფლებამოსილი პირის ან სასამართლო პროცესის მონაწილე სხვა პირის შესაბამის სასამართლოში გამოუცხადებლობა არ აფერხებს ამ ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვას და სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

5.მოსამართლე უფლებამოსილია სასამართლო პროცესის მონაწილე მხარის (არასრულწლოვანის შემთხვევაში – მისი კანონიერი წარმომადგენლის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) ან საკუთარი ინიციატივით საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილოს.

6.მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა იყოს ასახული მოძალადისთვის დაწესებული შეზღუდვები და მსხვერპლის დასაცავად განსაზღვრული ღონისძიებები.

7.სასამართლო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის მოქმედების ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადას. ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ვადის განსაზღვრისას სასამართლო სხდომაზე პოლიციის უფლებამოსილი პირის ან სასამართლო პროცესის მონაწილე სხვა პირის დასწრების შემთხვევაში სასამართლო ისმენს მის პოზიციას.

8.მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაში მიეთითება: ა) ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღი და ადგილი; ბ) სასამართლოს დასახელება; მოსამართლის სახელი და გვარი; გ) სასამართლო პროცესის მონაწილე მხარეები; დ) მოძალადის, მსხვერპლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ე) სასამართლო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის დამტკიცების, დამტკიცებაზე უარის თქმის ან ნაწილობრივ დამტკიცების თაობაზე; ვ) იმ შემაკავებელი ორდერის რეკვიზიტები, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოიყენება ელექტრონული ზედამხედველობის ღონისძიება; ზ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემას; თ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების ვადა; ი) ინფორმაცია მოძალადის ნასამართლობის შესახებ; კ) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე მსხვერპლის თანხმობა, არასრულწლოვანი მსხვერპლის შემთხვევაში − მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. თუ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებაზე არასრულწლოვანი თანხმობას აცხადებს, ხოლო მისი კანონიერი წარმომადგენელი/საპროცესო წარმომადგენელი − უარს, გადაწყვეტილება მიიღება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად; ლ) მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადის მიახლოების აკრძალვის შესახებ; მ) სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად.

9.მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. ეს გადაწყვეტილება დგება რამდენიმე ეგზემპლარად, რომელთაგან 1 რჩება სასამართლოში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში ეგზავნება: ა) მოძალადეს; ბ) მსხვერპლს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს; ე) ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამომცემ ორგანოს; ვ) მეურვეობისა და მზრუნველობის შესაბამის ადგილობრივ ორგანოს, თუ საკითხი არასრულწლოვან მსხვერპლს ეხება.

10.„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომიდან 24 საათის განმავლობაში პოლიცია ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმის გამოცემის ადგილის მიხედვით. სასამართლო ამ მიმართვის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში განიხილავს აღნიშნულ საკითხს და ამ მუხლის მე-4, მე-8 და მე-9 პუნქტებით დადგენილი წესების დაცვით იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების გაუქმების ან ძალაში დატოვების შესახებ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6759 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

წინა მუხლი 21⁶⁵შემდეგი მუხლი 21⁶⁷

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცვის ორდერები10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ოჯახში ძალადობის დაცვა10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ელექტრონული აღმოჩენის სერვისები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერგამოძალვა / Ransomware (მუხლი 181/284)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal Sandbox-ის დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №111

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10ქალთა მიმართ ძალად… 10ქალთა მიმართ ძალად… 10¹

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21⁶⁷

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³დამცავი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი
  • 21⁶⁷მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი
  • 21¹⁴შემაკავებელი ორდერის გამოცემისა და გასაჩივრების წესი

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 10¹მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება და განხორციელება
  • 17მსხვერპლის უფლებები და მისი დაცვის გარანტიები, მხარდაჭერის მომსახურებების ხელმისაწვდომობა
  • 10დამცავი და შემაკავებელი ორდერები

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14¹ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელება
  • 14⁵ზედამხედველი მოსამართლის მიერ ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების კონტროლი
  • 14²ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გაცნობა და დამუშავება

პენიტენციური კოდექსი

  • 58ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 44⁸შინაპატიმრობის აღსრულების წესი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 381¹შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381¹21⁶⁷1021¹³21¹⁴44⁸1010¹1714¹14⁵14²5821⁶⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსქალთა მიმართ ძალადობის…საქართველოს ადმინისტრა…კონტრდაზვერვითი საქმია…პენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026