Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 35⁴

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 35⁴. მოსამართლის დადგენილება იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე

რედაქცია №112 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026
თემები:უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020 – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა (2014–2020)“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გამოსცემს დადგენილებას იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

2.საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო თავის შუამდგომლობაში უთითებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იურიდიული პირის, მისთვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობის და ამ იურიდიული პირის ქონების შესახებ მონაცემებს (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3.მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც ამ შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირს და უგზავნის მას შესაბამის საქმის მასალებს.

4.მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებას.

5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება: ა) დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ; დ) იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე; ე) მონაცემები იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იურიდიული პირის შესახებ; ვ) იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილებით იურიდიული პირისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობა; ზ) მონაცემები იურიდიული პირის ქონების შესახებ (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) დადგენილების გასაჩივრების წესი; ი) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამართლის დადგენილება დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზავნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ორგანოს, ხოლო მესამე − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირს. თუ მოსამართლის დადგენილების აღნიშნული იურიდიული პირისათვის გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №381 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №65 · ძალაშია 22 მარ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 აგვ. 1999 – 22 მარ. 2017 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 22 მარ. 2017

    ახალი 35⁴ მუხლი ადგენს ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის დადგენილების გამოცემის წესს: შუამდგომლობის შინაარსს, ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას, 48-საათიან შეტყობინებას, 10-დღიან ვადას, დადგენილების რეკვიზიტებს და ჩაბარების წესს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 35³შემდეგი მუხლი 35⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 16 სექ. 2026 · №112

  • 1 ცვლილება · ბოლო 22 მარ. 2017
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 35⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 35⁶იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის საფუძველზე
  • 35⁵იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების ძალაში შესვლა და გასაჩივრება
  • 21⁸⁰უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 48საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) შესახებ შუამდგომლობის ფორმა და თანდართული დოკუმენტები
  • 56⁵ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობის საქართველოში აღსრულების პროცედურები
  • 50უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების (გარდა ქონების ჩამორთმევისა) ზოგადი პროცედურა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 90²სახელმწიფო ორგანოების მიერ პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე გადაწყვეტილებების აღსრულება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 252გადაწყვეტილება იურიდიული პირისაგან ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ

საზღვაო კოდექსი

  • 44²

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 14⁷უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 171ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
35⁶35⁵21⁸⁰90²14⁷44²2522904856⁵5017135⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის სფერ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 16 სექ. 2026 · რედაქცია №112 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026