საზღვაო კოდექსი

მუხლი 44²

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებისას.

2.საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებების განხორციელებისას ყველა ასეთი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთან წინასწარი კონსულტაციები გაიაროს იმის თაობაზე, თუ რა უფლებამოსილებების დელეგირებას ითხოვს იგი.

3.კონსულტაციების შედეგად ორგანიზაციასთან სააგენტოს შეთანხმება წერილობით ფორმდება. ეს შეთანხმება უნდა უ პასუხებდეს ამ კოდექსის 44 15 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემთან დაკავშირებით მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

4.სააგენტო უფლებამოსილია აღიარებული ორგანიზაციებისათვის შეიმუშაოს საქართველოს გემების ინსპექტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების თაობაზე სავალდებულო ინსტრუქციები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და IMO-ს A.1070 (28) რეზოლუციის შესაბამისად.

5.სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად ახორციელებს აღიარებული ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას და კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

6.საქართველო უფლებამოსილია მიიღოს ფინანსური კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისგან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი ან ზიანი, ფიზიკური ზიანი ან დაღუპვა გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ქმედებით.

7.სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 18 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 ივნ. 1997 – 19 ივნ. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24114¹²44⁵44¹³44⁷10536354272844²
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს ადმინისტრა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა