Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 80

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 80. დაკანონებული გაზომვის საშუალებები

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დაკანონებული გაზომვის საშუალებებია ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი გაზომვის საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის ან/და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის, აგრეთვე რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისთვის.

2.დაკანონებული გაზომვის საშუალებების სავალდებულო დამოწმებისათვის განისაზღვრება შემდეგი პერიოდულობა: ა) ალკომეტრებისთვის, რომლებიც გამოიყენება სუნთქვის დროს ალკოჰოლის ანალიზისთვის, – 6 თვე; ბ) წყლის ხარჯმზომებისთვის: ბ.ა) ცივი წყლისა – 6 წელი; ბ.ბ) ცხელი წყლისა – 4 წელი; ბ.გ) ცივი და ცხელი წყლისა – 4 წელი; გ) ავტომატური სასწორებისთვის – 12 თვე; დ) არაავტომატური სასწორებისა  და  მათთან გამოყენებული საწონებისთვის – 12 თვე; ე) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის, რომლებიც გამოიყენება სითხეებისთვის (წყლის გარდა), – 1 წელი; ვ) ხარჯის საზომი საშუალებებისთვის – ავტოგასამართ სადგურებში მარიგებელი სვეტების მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმებისთვის, რომლებიც გამოიყენება გაზებისთვის, – 1 წელი; ზ) გაზის მრიცხველებისთვის (მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობებისთვის): ზ.ა) მაქსიმალური ხარჯით Q MAX ≤10 მ 3 /სთ – 10 წელი; ზ.ბ) მაქსიმალური ხარჯით Q MAX >10 მ 3 /სთ – 4 წელი; თ) ჭურჭელში (ცისტერნა, ავზი და სხვა) სითხის დონის მზომებისთვის – 2 წელი; ი) ხმაურმზომებისთვის – 18 თვე; კ) სიჩქარის მზომებისთვის – 1 წელი; ლ) ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის (აქტიური ელექტროენერგიის მრიცხველებისთვის) – 12 წელი; მ) მინის შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოებისთვის – 1 წელი; ნ) თერმული ენერგიის მრიცხველებისთვის − 4 წელი; ო) სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი აირების ანალიზატორებისთვის − 6 თვე.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისა და სავალდებულო პერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება პირს, რომელიც გაზომვის საშუალებას იყენებს ადმინისტრაციული დაჯარიმების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის. დაკანონებული გაზომვის საშუალების არაპერიოდული დამოწმების ჩატარება შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული გაზომვის საშუალების მომხმარებელმა. ამ შემთხვევაში არაპერიოდული დამოწმების ხარჯების ანაზღაურება თავად მომხმარებელს ეკისრება.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სფეროში განხორციელებული გაზომვების შედეგების დაფიქსირებისას გამოყენებულ ი უნდა იქნეს ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულები.

5.დაფასოებული საქონლის ნიშანდებისათვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი აღნიშვნები, გამოსახული ერთეულთა საერთაშორისო სისტემის ერთეულებისაგან განსხვავებულ ერთეულებში.

6.დაკანონებული გაზომვის საშუალებისადმი მოთხოვნები და მისი შენახვის წესი დგინდება ტექნიკური რეგლამენტით. ასევე ტექნიკური რეგლამენტით დგინდება დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით.

7.საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებული დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების ჩატარება არ უნდა იწვევდეს მისი მომხმარებლისათვის წყლის, ელექტროენერგიის ან გაზის მიწოდების შეფერხებას, თუ დამოწმების ჩატარება მას არ მოუთხოვია. შენიშვნა: მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“−„ე“, „ზ“, „თ“, „ლ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაზომვის საშუალებები, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, განისაზღვრება აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4916 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 30 ივნ. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 79შემდეგი მუხლი 81

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №41

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 82მუხლი 84

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 84დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება
  • 78ზოგადი დებულებები
  • 82გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 149სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა
  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა
  • 59³ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების რეგულირების საფასურის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით გადაუხდელობა

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 9ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 14ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
  • 39გარდამავალი დებულებები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 229¹ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 67

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 11სასმელი წყლის მრიცხველის შემოწმება და დარიცხვასთან დაკავშირებული დავა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
229¹1499559³67119143982847880
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…საქართველოს ადმინისტრა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საქართველოს სისხლის სა…ჯანმრთელობის დაცვის შე…სასმელი წყლის მიწოდები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026