Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 9

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026
თემები:დაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456788¹9

1.ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა).

2.ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი.

3.განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს.

4.ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის დადგენა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება; ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების მოცულობის (დღიური მოცულობის) ან მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის შემოწმების ან ბოლო ჩვენების ჩაწერის თარიღიდან (ათვლის თარიღად გამოიყენება უფრო გვიან შედგენილი დოკუმენტის თარიღი). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს; დ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღისა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია ან მომხმარებელი განზრახ უშლის ხელს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლებს ამავე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრეების დადგენას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში.

5.თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგმული სიმძლავრის გამოყენებით დარიცხვის მეთოდის ნაცვლად გამოყენებულ იქნა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდი და მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერილობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 1 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.

6.მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

7.დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის ბუნებრივი გაზის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის უსაფუძვლოდ დატაცების გარემოებისა და შესაბამისი მტკიცებულების გარეშე შედგენა განიხილება, როგორც მომხმარებლის მიმართ არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ოქმის შემდგენს ან/და იმ საწარმოს, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებს ოქმის შემდგენი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8.ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი ხარჯები და ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.

8¹.მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შემთხვევაში, თუ მრიცხველის შემოწმების ოქმში არ იქნა მრიცხველით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად გამოყენების შესაძლებლობების ან კონკრეტული ქმედების არსებობის შეფასება, ამ წესების მიზნებისათვის დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის გათვალისწინებული წესები და პროცედურები (მათ შორის, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები).

9.განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხებოდა დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 27.01.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა ამ წესებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა). 2. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ამ წესების შესაბამისად ვალდებულია შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი. 3. განაწილების ლიცენზიატი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს. 4. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის დადგენა შესაძლებელია, განაწილების ლიცენზიატის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება; ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების მოცულობის (დღიური მოცულობის) ან მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის გამოთვლა მოხდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის შემოწმების ან ბოლო ჩვენების ჩაწერის თარიღიდან (ათვლის თარიღად გამოიყენება უფრო გვიან შედგენილი დოკუმენტის თარიღი). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა დაანგარიშდება მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს; დ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურებით უკანონოდ სარგებლობის დაწყების თარიღისა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დადგენა შეუძლებელია ან მომხმარებელი განზრახ უშლის ხელს განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლებს ამავე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრეების დადგენას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგმული სიმძლავრის გამოყენებით დარიცხვის მეთოდის ნაცვლად გამოყენებულ იქნა ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდი და მომხმარებელი განაწილების ლიცენზიატს წერილობით მიაწოდებს გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არა უმეტეს 1 თვისა) დასაბუთებულ არგუმენტაციას განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით. 6. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა განაწილების ლიცენზიატის მომსახურებით, გარდა განაწილების ლიცენზიატისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება დაეკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი. 7. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის ბუნებრივი გაზის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის უსაფუძვლოდ დატაცების გარემოებისა და შესაბამისი მტკიცებულების გარეშე შედგენა განიხილება, როგორც მომხმარებლის მიმართ არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ოქმის შემდგენს ან/და იმ საწარმოს, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებს ოქმის შემდგენი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი ხარჯები და ამ წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება. 8 1 . მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შემთხვევაში, თუ მრიცხველის შემოწმების ოქმში არ იქნა მრიცხველით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად გამოყენების შესაძლებლობების ან კონკრეტული ქმედების არსებობის შეფასება, ამ წესების მიზნებისათვის დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის გათვალისწინებული წესები და პროცედურები (მათ შორის, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები). 9. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხებოდა დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომიისის 2011 წლის 3 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.08.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 23 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 27.01.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2023
  2. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
  3. 19 აგვ. 2022
  4. 1 იან. 2017· გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016

    უკანონო მოხმარების ცნება პირველ პუნქტში გაფართოვდა შეწყვეტილი მიწოდების თვითნებური აღდგენით.

  5. 27 იან. 2014

    მე-6 პუნქტში ამოღებულია მითითება, რომ ადმინისტრაციული სახდელი მომხმარებელს სასამართლოს მიერ შეიძლება დაეკისროს; ზიანის კომპენსაციისა და კოდექსით გათვალისწინებული სახდელის დაკისრების შესაძლებლობა ტექსტში რჩება.

  6. 9 აგვ. 2011

    მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში დღე-ღამური გამოთვლის პერიოდი 12 საათიდან 6 საათამდე შეიცვალა; მე-9 პუნქტში „მუხ.463“-ის მითითებას დაემატა კომისიის დასახელება.

  7. 24 მარ. 2010

    დაემატა 8¹ პუნქტი, რომელიც კრძალავს უკანონო მოხმარების წესებისა და რაოდენობის განსაზღვრის მეთოდების გამოყენებას, როცა მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების ოქმი თაღლითობას არ აფასებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 7 ცვლილება · ბოლო 29 დეკ. 2023
  • 8 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 10მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 12ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 8სასმელი წყლის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
  • 8¹წყალანირების ქსელით უკანონო სარგებლობა და მისი აღკვეთის საშუალებები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 142ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვა
  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 68ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 95გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა

ენერგოეფექტურობის შესახებ

  • 24მოხმარებული ენერგიის აღრიცხვისა და გადასახადის დარიცხვის სისტემა

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება
  • 18მოპოვებული ბუნებრივი გაზის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹²18109588¹10281281424168249
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…სასმელი წყლის მიწოდები…ენერგეტიკისა და წყალმო…ენერგოეფექტურობის შესა…ნავთობისა და გაზის შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026