პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 82. გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაკანონებული გაზომვის საშუალება (გარდა ნიმუშის სახით წარმოებული ან/და ნიმუშის სახით იმპორტირებული გაზომვის საშუალებისა) საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.

2.განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად შემოტანილი გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას და ექვემდებარება პირველად და პერიოდულ დამოწმებას.

3.დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპს ა მტკიცებს სააგენტო.

4.დაკანონებული გაზომვის საშუალების პირველად და პერიოდულ დამოწმებას ახორციელებს სააგენტო ან დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი აკრედიტებული პირი. დამოწმება ხორციელდება ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების, შეცვლის ა და გაუქმების მექანიზმებს.

5.სააგენტო ვალდებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიაროს სხვა ქვეყანაში დამტკიცებული ტიპი და პირველადი დამოწმება (შესაბამისობის შეფასება). ასეთი ქვეყნების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა.

6.სააგენტო უფლებამოსილია ტიპის დამტკიცებისას ან განსაკუთრებული დანიშნულებით ერთეულ ეგზემპლარად დამზადებული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმებისას მოითხოვოს გაზომვის საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ქართულ ენაზე.

7.დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე ის გაზომვის საშუალებები, რომელთა ტიპის დამტკიცების დოკუმენტაციაში ან მწარმოებლის დოკუმენტაციაში მითითებული დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ პერიოდზე ნაკლებია. ამ შემთხვევაში დამოწმებათაშორისი ინტერვალი ამ კოდექსის მე- 80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პერიოდია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 15 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25¹¹25¹²8⁵1586762280848316 (დ…10082
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…ჯანმრთელობის დაცვის შე…საავტომობილო ტრანსპორტ…ნავთობისა და გაზის შეს…სამშენებლო პროდუქტების…ბუნებრივი გაზის მიწოდე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა