1.ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ბუნებრივი გაზის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით – ჩანაწერების მიხედვით.
2.თუ საცალო მომხმარებელი ფლობს გაზმარეგულირებელ ნაგებობას და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია გამომავალ მხარეს, აღრიცხვის კვანძის შემავალი მხარის მოწყობამდე ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს გაზმარეგულირებელი ნაგებობის გამომავალ მხარეს მოწყობილი აღრიცხვის კვანძის საშუალებით 2010 წლის 1 აპრილამდე. ასეთ შემთხვევაში, აღრიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობას უნდა დაემატოს საცალო მომხმარებლის გაზმარეგულირებელი ნაგებობის დანაკარგები (საპროექტო დანაკარგები). ამასთან, განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან 2010 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ აღრიცხვის კვანძის გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ მხარეს გადატანა ბუნებრივი გაზის ქსელის იმ მონაკვეთებზე, სადაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლის მფლობელობაში იმყოფება გაზმარეგულირებელი ნაგებობა.
3.მიმწოდებლები ვალდებული არიან ამ წესების ამოქმედებიდან 3 თვეში დააკმაყოფილონ ამ წესების 33-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნები, იქონიონ ოფიციალური ვებგვერდი და უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის განთავსება და განახლება ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.
4.განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, იმ საცალო მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველსაც გააჩნია მაკორექტირებელი ან ინდივიდუალურად დამონტაჟებული მრიცხველის კორექტორი, ამ წესების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, წერილობით აცნობონ მრიცხველის კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და მასში პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები.
5.ამ წესების III თავით განსაზღვრული წესი და პროცედურები არ ვრცელდება იმ პირობებსა და მოთხოვნებზე, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ (განსაზღვრულ) იქნა კომისიის მიერ.
6.წესების 7 1 მუხლი და დანართი №4-ის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან.
6¹.ამ წესების 16 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომლის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2025 წლამდე ან/და შესაბამისი საეტაპო ოქმით ან საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულებულია 2025 წლამდე.
7.წესების 38 1 მუხლით განსაზღვრული პირობები, მისი ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ვრცელდება ასევე იმ დასახლებებზე, რომელთა გაზიფიცირება განხორციელდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის („გაზიფიცირების პროგრამა“) ფარგლებში ან განაწილების ლიცენზიატის მიერ არაგაზიფიცირებული დასახლებ(ებ)ის გაზიფიცირების საფუძველზე და რომელთა მიმართაც 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულია კომისიის გადაწყვეტილება შესაბამის დასახლებაზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის სალიცენზიო არეალის გავრცელების შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ წესების მიზნებისათვის, იმ ინდივიდუალური ბუნებრივი გაზის მრიცხველების გეგმური შემოწმების პერიოდი, რომლებიც დამონტაჟებულია ამ წესების ამოქმედებამდე, განისაზღვრება შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საპასპორტო მონაცემებით – ჩანაწერების მიხედვით.2. თუ საცალო მომხმარებელი ფლობს გაზმარეგულირებელ ნაგებობას და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია გამომავალ მხარეს, აღრიცხვის კვანძის შემავალი მხარის მოწყობამდე ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს გაზმარეგულირებელი ნაგებობის გამომავალ მხარეს მოწყობილი აღრიცხვის კვანძის საშუალებით 2010 წლის 1 აპრილამდე. ასეთ შემთხვევაში, აღრიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობას უნდა დაემატოს საცალო მომხმარებლის გაზმარეგულირებელი ნაგებობის დანაკარგები (საპროექტო დანაკარგები). ამასთან, განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან 2010 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ აღრიცხვის კვანძის გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ მხარეს გადატანა ბუნებრივი გაზის ქსელის იმ მონაკვეთებზე, სადაც გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებლის მფლობელობაში იმყოფება გაზმარეგულირებელი ნაგებობა.3. მიმწოდებლები ვალდებული არიან ამ წესების ამოქმედებიდან 3 თვეში დააკმაყოფილონ ამ წესების 33-ე და 35-ე მუხლების მოთხოვნები, იქონიონ ოფიციალური ვებგვერდი და უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის განთავსება და განახლება ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.4. განაწილების ლიცენზიატები ვალდებული არიან, იმ საცალო მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველსაც გააჩნია მაკორექტირებელი ან ინდივიდუალურად დამონტაჟებული მრიცხველის კორექტორი, ამ წესების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 თვისა, წერილობით აცნობონ მრიცხველის კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და მასში პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები.5. ამ წესების III თავით განსაზღვრული წესი და პროცედურები არ ვრცელდება იმ პირობებსა და მოთხოვნებზე, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ (განსაზღვრულ) იქნა კომისიის მიერ.6. წესების 7 1 მუხლი და დანართი №4-ის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან.6 1 . ამ წესების 16 1 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომლის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდა 2025 წლამდე ან/და შესაბამისი საეტაპო ოქმით ან საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულებულია 2025 წლამდე.7. წესების 38 1 მუხლით განსაზღვრული პირობები, მისი ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ვრცელდება ასევე იმ დასახლებებზე, რომელთა გაზიფიცირება განხორციელდა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის პროგრამის („გაზიფიცირების პროგრამა“) ფარგლებში ან განაწილების ლიცენზიატის მიერ არაგაზიფიცირებული დასახლებ(ებ)ის გაზიფიცირების საფუძველზე და რომელთა მიმართაც 2025 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულია კომისიის გადაწყვეტილება შესაბამის დასახლებაზე ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის სალიცენზიო არეალის გავრცელების შესახებ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ.საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 15.10.2024 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ. დანართი №1 ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება № – – ტიპური ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო ნომერი: 1. მიმწოდებლის ჟურნალში ხელშეკრულების რეგისტრაციის თარიღი და ნომერი:––––––––––––––; ბუნებრივი გაზისგამყიდველის(მიმწოდებლის) დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ; ბუნებრივი გაზის გამყიდველის წარმომადგენელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ; (თანამდებობა, სახელი, გვარი) ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ; (ფიზიკური პირი, სამეწარმეო სუბიექტი ან დაწესებულება) მისამართი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ; ტელ: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ; საიდენტიფიკაციო ნომერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ; (სამეწარმეო სუბიექტის ან დაწესებულების შემთხვევაში); მომხმარებლის აბონენტის ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ; მყიდველის (მომხმარებლის) მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასური –––––––––––––– კუბურ მეტრებში; ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ; მისამართი, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––; გამანაწილებელი ქსელის მფლობელი განაწილების ლიცენზიატის დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ; მოთხოვნილი წნევა ––––––––––– ; ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას კისრულობენ, ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“ განსაზღვრული პირობებით. ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია მოხმარებულ ბუნებრივ გაზზე ანგარიშსწორება აწარმოოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის მოხმარების საფასურით (კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ასეთი ტარიფის არსებობის შემთხვევაში). ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი)ვალდებულიაშეისყიდოსდამოიხმაროს ბუნებრივი გაზი მხოლოდ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის. გამყიდველი ვალდებულია, გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. ბუნებრივი გაზის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური. გამყიდველი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ. ბუნებრივიგაზისმყიდველის (მომხმარებელის) ხელმოწერა : ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ბუნებრივიგაზისგამყიდველის (მიმწოდებლის) წარმომადგენლისხელმოწერა : –––––––––––––––––––––––––––– „–––––––– “ –––––––––––––––––––200–– წ. შენიშვნა: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში , ხელშეკრულებას დანართის სახით შეიძლება დაერთოს ბუნებრივი გაზის წნევისა და საპროგნოზო მიწოდებისა და მოხმარების წლიური , თვიური , დღიური და საათობრივი გეგმა-გრაფიკი. დანართი №2 (ამოღებულია) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 1 ოქტომბრის დადგენილება№21-სსმ III, №126, 01.10.2010წ; მუხ.1835 დანართი №3 გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 1. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება მოთხოვნილი სიმძლავრისა და მისაერთებელი ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით: ა) გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური: მომხმარებლის წნევის საფეხური სიმძლავრე კუბ . მ / სთ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადა ( სამუშაო დღე ) ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ - ის ჩათვლით ( ლარი ) თვითმმართველ ქალაქებში სხვა მუნიციპალიტეტებში დაბალი წნევა 0-6 60 1100 800 6-დან -10 60 2500 2200 10-დან -16 60 3500 3200 16-დან -25 65 4000 3800 25-დან -40 65 5000 4500 40-დან -65 65 12,000 11,500 65-დან -100 70 13,000 12,500 ბ) წესების 38 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ბ.ა) დაბალი წნევის 0-6 კუბ.მ./სთ სიმძლავრით ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური (მათ შორის, ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში) შეადგენს 400 ლარს, დღგ-ის ჩათვლით, ხოლო მიერთების ვადა განისაზღვრება „ა“ პუნქტში განსაზღვრული შესაბამისი პაკეტის მიხედვით; ბ.ბ) 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის განწილვადების შემთხვევაში მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე 25 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით; გ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას თითოეული ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამავე პუნქტის „ა“ ან „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე წესების დანართი №4-ით განსაზღვრული საფასურის (შეთავაზებული პაკეტის საფასურის) დამატებით; დ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ, ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე აღემატება 100 კუბ.მ/სთ, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა შეადგენს 70 სამუშაო დღეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრისდადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 27 მაისის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 02.06.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2026 წლის 4 ივნისის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 09.06.2026 წ. დანართი №4 მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური 1. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური: მომხმარებლის წნევის საფეხური სიმძლავრე, კუბ . მ /სთ აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა ( სამუშაო დღე) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური ( ლარი , დღგ - ის ჩათვლით) ჭკვიანი მრიცხველი მრიცხველი დაბალი წნევა 0-6 10 450 300 6-დან -10 10 600 450 10-დან -16 10 900 750 16-დან -25 10 1100 900 25-დან -40 10 1500 1400 40-დან -65 10 8500 8300 65-დან -100 10 9200 9000 საშუალო წნევა 0 -100 15 14000 100-დან -160 20 14250 160-დან -250 20 14500 250-დან -400 20 15000 400-დან –650 20 17000 650-დან -1000 20 17500 1000-დან –1600 20 18000 1600-დან -2600 20 20000 2600-დან -4000 20 23000 4000-დან -6400 20 25000 2. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურით ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში წინამდებარე დანართით დადგენილი საფასური მოიცავს საერთო ფართის ქსელისა და აღრიცხვის კვანძის ან ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 31ოქტომბრის დადგენილება №26 - ვებგვერდი, 04.11.2014 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 15 აპრილის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 20.04.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 04.10.2021 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №37 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 5
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 9 ივნ. 2026
39-ე მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი 38¹ მუხლის გარდამავალი გავრცელების შესახებ, ხოლო დანართის მიერთების საფასურები გადაიხედა და დაემატა 38¹ მუხლის შემთხვევის საფასური.
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…წყალმომხმარებელთა ორგა…საინვესტიციო საქმიანობ…ნავთობისა და გაზის შეს…სასმელი წყლის მიწოდები…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა