ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულნი არიან აწარმოონ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს, აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონულ პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნორმის ან სხვა ფორმის საშუალებით.

2.მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული პროცესების მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშგების კომისიაში წარდგენა ხდება კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული ერთიანი ანგარიშგების ფორმების მოთხოვნის შესაბამისად.

3.მიმწოდებელი და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულნი არიან შეინახონ: ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები - 3 წლის განმავლობაში; ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებშიმონაცემების ასახვა)– არანაკლებ 10 წლის განმავლობაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის დადგენილება №8 - ვებგევრდი, 13.07.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
  2. · გამოქვეყნდა 30 აგვ. 2016

    ერთიანი რეესტრებისა და ჟურნალების დეტალური რეჟიმი შეიცვალა პროცესების აღრიცხვით, კომისიაში პერიოდული ანგარიშგებით და შენახვის ვადებით (3 და 10 წელი).

  3. მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია „შეჭრამონტაჟის სამუშაოების“ და ჩამონათვალი ახლა მოიცავს ტექნიკური პირობის გაცემას, მილსადენის მშენებლობას, აღრიცხვის კვანძის მოწყობას, სამუშაოების შესრულების ვადებსა და საფასურს; მუხლს ბოლოში დაემატა კომისიის 2012 წლის 5 ივლისის №8 დადგენილებაზე მითითება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
208⁸7013263¹34303710710916014
მნიშვნელობით ახლოსსასმელი წყლის მიწოდები…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…ეროვნული მარეგულირებელ…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა