პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 84. დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება მოიცავს გარეგან დათვალიერებას, მეტროლოგიური მახასიათებლების დადგენას, დამტკიცებულ ტიპთან მისი შესაბამისობის შეფასებასა და დადასტურებას.

2.დაკანონებული გაზომვის საშუალების პერიოდული დამოწმება ტარდება პირველადი დამოწმების შემდეგ, ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი პერიოდულობით.

3.თუ სააგენტო ან აკრედიტებული პირი დამოწმებას ატარებს თავისი სამუშაო ადგილის გარეთ, ის უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს გაზომვის საშუალების დამოწმების ჩასატარებლად აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა.

4.დამოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში გაიცემა დამოწმების მოწმობა ან/და დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე დაიტანება დამოწმების ნიშანი. დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე დამოწმების ნიშნის დატანასთან დაკავშირებული მოთხოვნები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

5.დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების მოქმედების ვადის ათვლა იწყება დამოწმების თარიღიდან, რომელიც მითითებული უნდა იყოს დამოწმების მოწმობაში.

6.დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება უქმდება, თუ: ა) დამოწმების მოქმედების ვადა გავიდა; ბ) გაზომვის საშუალებამ განიცადა ისეთი ცვლილება ან მოდიფიკაცია, რომელიც გავლენას ახდენს მის მეტროლოგიურ მახასიათებლებზე; გ) გაზომვის საშუალება ისე დაზიანდა, რომ შესაძლებელი გახდა მისი მეტროლოგიური მახასიათებლის შეცვლა.

7.დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმების პროცედურები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 15 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20226980828316 (დ…8 (და…951394384
მითითებამნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საქართველოს ზოგადი ადმ…ადამიანის ორგანოთა გად…საქართველოს გარემოს და…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა