გაზის, როგორც სათბობისა და ნედლეულის, გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა: გაზის გაშვება გაზგამომყენებელ დანადგარებში გაზის სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ნებართვის გარეშე; გაზის გამოყოფილი ფონდების გადამეტება ან გაზის მოხმარების დადგენილი რეჟიმის დაუცველობა; გაზის მოხმარება გაზგამომყენებელ დანადგარებზე მისი ხარჯვის დამტკიცებული კუთრი ნორმების გარეშე ან ამ კუთრი ნორმების გადამეტება; გაზგამომყენებელი დანადგარების ექსპლუატაცია გაზის ხარჯვის ან გაზის გამოყენებით გამომუშავებული თბოენერგიისა და პროდუქციის აღურიცხავად, ან გაზგამომყენებელი დანადგარების პროექტით გათვალისწინებული გაზის წვის პროცესების ავტომატური რეგულირების საშუალებათა, ან თბოტექნიკური კონტროლის ხელსაწყოებისა თუ თბოუტილიზაციის მოწყობილობის არარსებობა (გაუმართაობა), რომლებიც უზრუნველყოფენ გაზის რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას; გაზით მოსარგებლე საწარმოს, გაერთიანების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციისათვის გათვალისწინებული სარეზერვო თბომეურნეობის მუშაობისათვის მოუმზადებლობა ან გაზგამომყენებელი დანადგარების მოუმზადებლობა დაწესებული სახეობის სარეზერვო სათბობით მუშაობისათვის, – გამოიწვევს საწარმოების, გაერთიანებების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა, მათი მოადგილეების, მთავარი ენერგეტიკოსების (მთავარი მექანიკოსების), საამქროებისა და სამსახურების უფროსების გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 95. გაზის გამოყენების ნორმებისა და წესების დარღვევა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №45 · ძალაშია 30 ივლ. 1996-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
95 მუხლში ხელმძღვანელთა ჯარიმა მანეთებიდან შრომის ანაზღაურების ექვსიდან ათ მინიმალურ ოდენობამდე გადავიდა; დაემატა კანონის მითითება.
95 მუხლში გაზით მოსარგებლე საწარმოების ხელმძღვანელთა გაფრთხილება ან ჯარიმა ასი მანეთიდან ათას მანეთამდე გაიზარდა; დაემატა დეკრეტის მითითება.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

აიჰან ჰასანლი
ადვოკატი, მედიატორი
კონსულტაცია: ₾200

