Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბაჟო კოდექსიმუხლი 100

საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 100. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ბრენდის დაცვასატყეო საქმე

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ ნიშანდება აუცილებელია საქონლის შემდგომი იდენტიფიკაციისთვის ან/და საჭიროა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისთვის, საბაჟო ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს მის ნიშანდებას საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით.

2.საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის მიზნით საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების ნაცვლად ან მასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის ვიდეოგადაღება ან/და ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა და საქონლის მონიშვნა ციფრული ან მწარმოებლის მიერ გამოსახული სერიული ნომრების მარკირებით ან აღწერით.

3.საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღიაროს საბაჟო იდენტიფიკაციის სხვა საშუალება, რომლითაც საქონლის გამგზავნის, გადამზიდავის, დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ან უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ ნიშანდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ან/და შენობა-ნაგებობა. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებას.

4.საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადებისას ან/და მოხსნისას/მოცილებისას დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება.

5.საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება.

6.სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების ან დაკარგვის თაობაზე და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან შენობა-ნაგებობაზე დაზიანების კვალის ან სხვა დაზიანების აღმოჩენის შესახებ.

7.დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

8.საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები, მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდებულ საქონელთან, სატრანსპორტო საშუალებასა და შენობა-ნაგებობასთან მოპყრობისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების აღიარების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ ნიშანდება აუცილებელია საქონლის შემდგომი იდენტიფიკაციისთვის ან/და საჭიროა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისთვის, საბაჟო ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს მის ნიშანდებას საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით. 2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციის მიზნით საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების ნაცვლად ან მასთან ერთად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქონლის ვიდეოგადაღება ან/და ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა და საქონლის მონიშვნა ციფრული ან მწარმოებლის მიერ გამოსახული სერიული ნომრების მარკირებით ან აღწერით. 3. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღიაროს საბაჟო იდენტიფიკაციის სხვა საშუალება, რომლითაც საქონლის გამგზავნის, გადამზიდავის, დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის ან უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ ნიშანდებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ან/და შენობა-ნაგებობა. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებას. 4. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადებისას ან/და მოხსნისას/მოცილებისას დაინტერესებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება. 5. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება ისე უნდა იქნეს დადებული, რომ მის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. საბაჟო ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის დოკუმენტში ან/და საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნოს მის მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება. 6. სატრანსპორტო საშუალების ან შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების ან დაკარგვის თაობაზე და ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან შენობა-ნაგებობაზე დაზიანების კვალის ან სხვა დაზიანების აღმოჩენის შესახებ. 7. დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა. 8. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები, მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდებულ საქონელთან, სატრანსპორტო საშუალებასა და შენობა-ნაგებობასთან მოპყრობისა და საქონლის იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების აღიარების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 4 ივლ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 99შემდეგი მუხლი 101

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საბაჟოზე (IPR)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საბაჟო კლასიფიკაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №10

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 75

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 166საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება
  • 94დეკლარანტის ჩანაწერებში მონაცემების ასახვა
  • 121გამარტივებული ტრანზიტის პროცედურა

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 5 (დანართი 1)საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფა

სასაქონლო ნიშნების შესახებ

  • 11¹საქონლის მითითება და კლასიფიკაცია

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 82გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცება და დამოწმება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 5რეგისტრაციამდე საქონლის შეჩერება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 5 (დანართი 1)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹17 (დ…5 (და…825 (და…57516694121100
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…გადასახადების ადმინისტ…სასაქონლო ნიშნების შეს…პროდუქტის უსაფრთხოების…ინტელექტუალურ საკუთრებ…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026