პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 83. ტიპის დამტკიცების ნიშანი

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ტიპის დამტკიცების შემდეგ მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანოს დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე ან თანდართულ დოკუმენტზე.

2.თუ გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას, მწარმოებელს ან იმპორტიორს, საკუთარი პასუხისმგებლობით, შეუძლია საკუთარი ნიშანი დაიტანოს გაზომვის საშუალებაზე. ამ შემთხვევაში ასეთი ნიშანი მკაფიოდ უნდა განსხვავდებოდეს ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნისაგან.

3.ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დატანილი უნდა იქნეს დაკანონებული გაზომვის საშუალების გამოსაჩენ ადგილას. ტიპის დამტკიცების ნიშანი მკაფიო უნდა იყოს და არ უნდა იშლებოდეს.

4.ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი და მის დატან ასთან დაკავშირებული მოთხოვნები დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №19 · ძალაშია 15 ნოე. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹8⁵78 (დ…8293848 (და…9 (და…16 (დ…12 (დ…1009783
მნიშვნელობით ახლოსპროდუქტის უსაფრთხოების…სამშენებლო პროდუქტების…სასაქონლო ნიშნების შეს…საქართველოს საბაჟო კოდ…საავტომობილო ტრანსპორტ…გადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა