Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებმუხლი 22

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

მუხლი 22. საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 4 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების ან მოწყობილობების გამართულობა, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად). აღნიშნული შემოწმება მიზნად ისახავს ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენასა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე საცალო მომხმარებელთა წერილობით ინფორმირებას.

2.განაწილების ლიცენზიატის მიერ საცალო მომხმარებლების გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის გამართულობისა და გაზდანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება უნდა განხორციელდეს გეგმურად, შესაბამისი მომხმარებელთა ჯგუფის შემოწმების სავარაუდო პერიოდზე 3 თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ზემოაღნიშნული შემოწმების გეგმა განსაზღვროს ყოველწლიურად (ყოველი კალენდარული წლის პირველ მარტამდე) და უზრუნველყოს მისი საჯაროობა ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

3.გამონაკლის შემთხვევაში (შესაბამისი საფუძვლის, მათ შორის, საცალო მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია განხორციელდეს საცალო მომხმარებლის არაგეგმური შემოწმებაც, რისთვისაც საჭიროა განაწილების ლიცენზიატის ხელმძღვანელი პირის მიერ შესაბამისი აქტის გამოცემა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: პირი (ან პირთა ჯგუფი), ვინც უნდა განახორციელოს არაგეგმური შემოწმება; მომხმარებლის სახელი, გვარი და მისამართი; აბონენტის ნომერი; გარემოება, რის გამოც უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის არაგეგმური შემოწმება. აღნიშნული აქტი მომხმარებელს უნდა წარედგინოს შემოწმებისას. არაგეგმური შემოწმებისას განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განახორციელოს ამ წესების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები.

4.განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი, შემმოწმებელი (ან შემმოწმებელთა ჯგუფი), ვალდებულია წერილობით განუმარტოს საცალო მომხმარებელს დარღვევის არსი, შესაძლო შედეგები, ხარვეზის გამოსწორების შესაძლო ვარიანტები (მათ შორის, თუ რა ტიპის ხელსაწყოთია შესაძლებელი გაუმართავი ხელსაწყოს ჩანაცვლება) და საცალო მომხმარებელთან ურთიერთშეთანხმებით განსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს). შემოწმებისას უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც მოცემული იქნება შემოწმების შედეგები და ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.

5.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ქსელიდან ჩახსნას ის დანადგარი ან ხელსაწყო, რომლის ექსპლუატაციაც არ აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ტექნიკური რეგლამენტის ან/და უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან, თუ შეუძლებელია აღნიშნული დანადგარის, ხელსაწყოს ან გაუმართავი ქსელის სისტემიდან (ან ქსელიდან) ჩახსნა და, დარღვევის სიმძიმიდან (უსაფრთხოებიდან) გამომდინარე, აშკარაა, რომ საცალო მომხმარებელს არ შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობით), მაშინ განაწილების ლიცენზიატს ხარვეზის გამოსწორებამდე უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია საცალო მომხმარებელს მოეთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთების ღირებულების გადახდა ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის.

6.საცალო მომხმარებელი ვალდებულია გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზი ან მოხსნას შესაბამისი ხელსაწყო ან დანადგარი შემოწმების აქტით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შემოწმების აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ ხელმეორედ შეამოწმოს საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი, გაზდანადგარები, ხელსაწყოები და მათი ქსელთან მიერთება.

7.შემოწმების აქტში მოცემული ხარვეზის ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებამდე.

8.ამ მუხლში მოცემულ გაზმომარაგების სისტემაში, მათ შორის, საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელში, ხელსაწყოებში ან/და დანადგარებში, არ იგულისხმება აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, მრიცხველი), ასევე, მისი შეცვლა ან შეკეთება. თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებისათვის საჭიროა აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველის) მოხსნა ან/და ბრჯენების ხელმეორედ დაყენება, დაუშვებელია მომხმარებელს მოეთხოვოს ამ მოქმედების განხორციელებისთვის რაიმე სახის საფასურის ან თანხის გადახდა.

9.ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების თვითნებური აღდგენა განიხი-ლება ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებად. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 18 მარტის დადგენილება№4-სსმ III, №31, 24.03.2010წ; მუხ.463 თავი III სახელშეკრულებო ურთიერთობები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 1 იან. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2023· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2021
  2. 24 მარ. 2010

    მე-4 პუნქტში დარღვევის განმარტება უნდა იყოს წერილობითი და მოიცავდეს ხარვეზის გამოსწორების ვარიანტებს, მათ შორის შესაცვლელი ხელსაწყოს ტიპს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 ივნ. 2026 · №37

  • 2 ცვლილება · ბოლო 30 დეკ. 2021
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 6მომსახურების გაწევა
  • 28გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის განაწილება ან გატარება
  • 8მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 41ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები
  • 86ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის საქმიანობის გამჭვირვალობა
  • 80გამანაწილებელ ქსელთან მიერთება

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები
  • 25¹²სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ

  • 5მომსახურების გაწევა
  • 26¹წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული და რეგისტრაციის არმქონე ფაქტობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებასთან და აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებული გარდამავალი პირობები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 24 (დანართი 1)რეგულირების ობიექტის ზოგადი ვალდებულებები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 84დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8⁸25¹²526¹62888424 (დ…41868022
მითითებამნიშვნელობით ახლოსბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…სასმელი წყლის მიწოდები…საქართველოს გარემოს და…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 ივნ. 2026 · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026