ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 25¹². სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სატრანსპორტო საშუალებასთან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლის დაშვება (ასეთი დაშვების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურების გამწევი მოწყობილობების ჩათვლით), გარდა ქსელისა და აღნიშნული მოწყობილობების იმ ნაწილისა, რომელიც გამოიყენება უშუალოდ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციებისათვის. სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა თუ ბუნებრივი გაზის საწარმოებისა და კვალიფიციური მომხმარებლის მახასიათებლებისა. ამ ზომების შესახებ უნდა ეცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს.

2.ამ მუხლის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, რომლის მიზანი უნდა იყოს სამართლიანი და ღია დაშვება, კონკურენციის ხელშეწყობა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება, სატრანსპორტო საშუალებისა და დაკავშირებული მოწყობილობების საოპერაციო უსაფრთხოების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუნებრივი გაზის მიწოდების ზომების უსაფრთხოების, გონივრულად ხელმისაწვდომი სიმძლავრისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აღნიშნულთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებაზე უარის თქმის საჭიროება ტექნიკური მახასიათებლების ისეთი შეუსაბამობის შემთხვევაში, რომლის გადაფარვა შეუძლებელია; ბ) იმ სირთულეებისთვის თავის არიდების საჭიროება, რომელთა დაძლევა გონივრულად შეუძლებელია და რომლებმაც შეიძლება შეზღუდოს ნავთობისა და გაზის  არსებული ან დაგეგმილი წარმოების ეფექტიანობა, მათ შორის, ზღვრული ეკონომიკური უნარიანობის თვალსაზრისით; გ) ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისა და დამუშავებისთვის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ან ოპერატორის სათანადოდ დასაბუთებული, გონივრული საჭიროება, შესაძლო ზეგავლენის ქვეშ მოხვედრილი სატრანსპორტო საშუალებით ან სათანადო დამუშავებისთვის ან გატარებისთვის საჭირო მოწყობილობებით მოსარგებლე სხვა პირთა ინტერესები; დ) წარმოების ან სატრანსპორტო საშუალების განვითარების უფლების მოპოვებისათვის სათანადო კანონმდებლობის, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების, ადმინისტრაციული პროცედურების დაკმაყოფილების საჭიროება.

3.სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებასთან დაკავშირებულ დავას სააგენტო განიხილავს დაჩქარებული წესით, სააგენტოს მიერ დამტკიცებული დავის განხილვის წესისა და პირობების შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვებისათვის მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეთა რაოდენობის გათვალისწინებით.

4.ტრანსსასაზღვრო დავის შემთხვევაში გამოიყენება ენერგეტიკული გაერთიანების იმ მხარის დავის განხილვის წესი, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელთან დაშვებაზედაც უარი იქნა ნათქვამი.

5.აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების ნებისმიერი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი არ იქნება დასაბუთებული ამ მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5648 – ვებგვერდი, 27.12.2019წ. თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №30 · ძალაშია 1 იან. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 იან. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2019

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8¹25²30⁴8⁸41626181666411325¹²
მითითებამნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…საგზაო მოძრაობის შესახ…ენერგეტიკისა და წყალმო…ბუნებრივი გაზის მიწოდე…საქართველოს ტერიტორიაზ…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა