Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაინფორმაციული უსაფრთხოების შესახებმუხლი 3

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:კიბერუსაფრთხოების შესაბამისობაკიბერუსაფრთხოების დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონის მოქმედება ვრცელდება კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტზე, აგრეთვე იმ ორგანიზაციაზე/უწყებაზე, რომელიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტს ექვემდებარება ან ამ სუბიექტთანაა დაკავშირებული დასაქმების, სტაჟირების, სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობით და აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში ინფორმაციული აქტივის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

2.კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხა მტკიცდება და შესაბამისი სუბიექტის კრიტიკულობის კლასიფიცირება დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომლის პროექტს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ამ ნუსხის შედგენისას გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები: ინფორმაციული სისტემის შეფერხების ან მწყობრიდან გამოსვლის სავარაუდო შედეგების სიმძიმე და მასშტაბი; სავარაუდო ეკონომიკური ზარალის სიმძიმე სუბიექტებისთვის ან/და სახელმწიფოსთვის; ინფორმაციული სისტემის მიერ გაწეული მომსახურების აუცილებლობა საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის; ინფორმაციული სისტემის მომხმარებელთა რაოდენობა; სუბიექტის მატერიალური მდგომარეობა და სავარაუდო ხარჯების ოდენობა, რომლებიც მისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკისრებას მოჰყვება.

3.ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მასმედიაზე, გამომცემლობათა რედაქციებზე, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი საქმიანობა ქვეყნის თავდაცვისთვის ან/და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და საზოგადოებრივი ცხოვრების შენარჩუნებისთვის.

4.ნებისმიერ იურიდიულ პირს ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, რომელიც არ არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, უფლება აქვს, ნებაყოფლობით აიღოს ამ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებები. კომერციული ბანკი, რომელიც არ არის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი, ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებითა და მოთხოვნებით.

5.(ამოღებულია - 10.06.2021, №632).

6.ამ კანონის დებულებები გავლენას არ ახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ნორმების მოქმედებაზე, რომლებიც არეგულირებს ინფორმაციის თავისუფლებას, პერსონალური მონაცემის დამუშავებას, სახელმწიფო, კომერციული და პირადი საიდუმლოებების დაცვას. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1250 – ვებგვერდი, 01.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1829 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3933 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2021 წლის 10 ივნისის კანონი №632 – ვებგვერდი,15.06.2021წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №803 – ვებგვერდი,30.06.2025წ. თავი II. ინფორმაციული უსაფრთხოების ორგანიზება და უზრუნველყოფა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
  2. 30 დეკ. 2021· გამოქვეყნდა 15 ივნ. 2021

    მე-4 პუნქტი შეივსო წესით, რომ კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის არმქონე კომერციული ბანკი ეროვნული ბანკის დადგენილი წესებითა და მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. მე-5 პუნქტი, რომელიც ტესტირების მიზნით, წინასწარი თანხმობით ნებადართულ ქმედებას კანონის მოქმედების ფარგლებიდან ამორიცხავდა, ამოღებულია.

  3. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  4. 28 დეკ. 2013

    მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში ნუსხის დადგენილების პროექტის წარდგენა ახლა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებას გულისხმობს; დანარჩენი ცვლილებები სტილისტურია.

  5. 1 ოქტ. 2013
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კიბერუსაფრთხოების სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კიბერუსაფრთხოების კანონმდებლობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურასერვისის გვერდი
  • კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ივნ. 2025 · №8

  • 5 ცვლილება · ბოლო 30 ივნ. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ

  • 5ინფორმაციული აქტივების მართვა

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

  • 3კანონის მოქმედების სფერო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 3კოდექსის მოქმედების სფერო

პროფესიული კავშირების შესახებ

  • 4კანონის მოქმედების სფერო

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

  • 1კანონის მიზანი და მოქმედების სფერო

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 1¹კოდექსის მოქმედების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31¹53142222223
მნიშვნელობით ახლოსსატელეკომუნიკაციო ინფრ…პერსონალურ მონაცემთა დ…შრომის უსაფრთხოების შე…ეროვნული სივრცითი მონა…დისკრიმინაციის ყველა ფ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026