Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 84

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 84. პარლამენტის პლენარული სხდომა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.პარლამენტის პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. პარლამენტის საჯარო პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს.

2.პარლამენტის საჯარო პლენარული სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.

3.საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილი არიან საკუთარი ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ სხდომას.

4.ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრს, კომიტეტს, ფრაქციას შეუძლია დასვას პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება და მიიღება დახურული წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

5.პარლამენტის დახურულ პლენარულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.

6.პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე სხდომაზე დამსწრეთ ჩაქუჩის 2-ჯერ დარტყმით აცნობებს სხდომის დაწყებას, ხოლო 3-ჯერ დარტყმით – სხდომის დამთავრებას. ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ჩაქუჩის 1-ჯერ დარტყმით აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვაში ეხმარება პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური.

7.პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზის პლენარული სხდომის სივრცეში ყოფნის უფლება, პარლამენტის წევრების გარდა, აქვთ მხოლოდ კანონპროექტზე მომხსენებლებსა და თანამომხსენებლებს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, მანდატურებს, პარლამენტის აპარატის სხვა უფლებამოსილ პირებსა და სხდომის თავმჯდომარის მიერ დაშვებულ პირებს.

წინა მუხლი 83შემდეგი მუხლი 85

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 86პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 28პარლამენტის ბიუროს სხდომა
  • 152თანამდებობის პირის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 78პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის ოქმი
  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 129თანამდებობის პირების  პლენარულ სხდომაზე გამოცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 63პლენარული სხდომა . პლენარული სხდომის ოქმი
  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე

საქართველოს კონსტიტუცია

  • 44პარლამენტის სესია და სხდომა
  • 40საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 36მთავრობის სხდომის მუშაობის წესი

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 12პარლამენტის სხდომებში მონაწილეობის უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4440123663617876129862815284
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…აღმასრულებელი ხელისუფლ…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026