Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაკონსულო საქმიანობის შესახებმუხლი 13

საკონსულო საქმიანობის შესახებ

მუხლი 13. სამართლებრივი დაცვა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026
თემები:საგანგებო სამართალისტრატეგიული სასამართლო დავაადამიანის უფლებათა სამართალიკომპენსაცია და შეღავათებიცილისწამება და რეპუტაციასამხედრო ტრიბუნალები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹789

1.სამართლებრივი დაცვა არის საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის დროს განხორციელებული ღონისძიებები.

2.საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა შეიძლება განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დროს.

3.საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია შესაბამისი რწმუნების გარეშე წარმოადგინოს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელი წარმომადგენლის განსაზღვრამდე. სამართლებრივი დაცვის განხორციელება არ გულისხმობს სასამართლო განხილვის ან გამოძიების პროცესში უშუალო წარმომადგენლობას.

4.საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან წარმომადგენლობის განხორციელებისას თვალყური ადევნოს, რომ ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს წარმომადგენლის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით.

5.საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია შეხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან სადეპორტაციო ბანაკში (საიმიგრაციო ცენტრში) მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით და პირადად დარწმუნდეს, რომ დაკავებულის მდგომარეობა და განთავსების პირობები შეესაბამება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს.

6.საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა შეიძლება გამოიხატოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მათი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობით. უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საკონსულო თანამდებობის პირი გასცემს სხვადასხვა ცნობას, ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტს, ასრულებს და ამოწმებს დოკუმენტის თარგმანს, უზრუნველყოფს დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვას.

6¹.საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7.საკონსულო თანამდებობის პირი სამართლებრივ დაცვას უწევს საქართველოს ფიზიკურ პირს მის მიმართ მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის აუცილებლობის არსებობისას.

8.სამართლებრივი დაცვის ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის დარჩენილი ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად. საკონსულო თანამდებობის პირი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.

9.საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა ხორციელდება ასევე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბუნებრივ ან ტექნოგენურ კატასტროფასთან, საომარ ან საგანგებო მდგომარეობასთან, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული ან ვეტერინარული მდგომარეობის გართულებასთან. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

რედაქციების შედარება

1. სამართლებრივი დაცვა არის საკონსულო თანამდებობის პირის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობის დროს განხორციელებული ღონისძიებები. 2. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა შეიძლება განხორციელდეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დროს. 3. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია შესაბამისი რწმუნების გარეშე წარმოადგინოს საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების კანონიერი ინტერესები ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სახელმწიფო ორგანოებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისთვის პასუხისმგებელი წარმომადგენლის განსაზღვრამდე. სამართლებრივი დაცვის განხორციელება არ გულისხმობს სასამართლო განხილვის ან გამოძიების პროცესში უშუალო წარმომადგენლობას. 4. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების ორგანოებთან წარმომადგენლობის განხორციელებისას თვალყური ადევნოს, რომ ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს წარმომადგენლის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურებით. 5. საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია შეხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან სადეპორტაციო ბანაკში (საიმიგრაციო ცენტრში) მყოფ საქართველოს ფიზიკურ პირს მისი მოთხოვნის შემთხვევაში ან საკუთარი ინიციატივით და პირადად დარწმუნდეს, რომ დაკავებულის მდგომარეობა და განთავსების პირობები შეესაბამება ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს. 6. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი დაცვა შეიძლება გამოიხატოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მათი უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობით. უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით საკონსულო თანამდებობის პირი გასცემს სხვადასხვა ცნობას , ადასტურებს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტს, ასრულებს და ამოწმებს დოკუმენტის თარგმანს, უზრუნველყოფს დოკუმენტისა და ინფორმაციის გამოთხოვას. 6 1 . საკონსულო თანამდებობის პირის მიერ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ნასამართლობის შესახებ ცნობების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 7. საკონსულო თანამდებობის პირი სამართლებრივ დაცვას უწევს საქართველოს ფიზიკურ პირს მის მიმართ მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის აუცილებლობის არსებობისას. 8. სამართლებრივი დაცვის ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირი ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის დარჩენილი ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად. საკონსულო თანამდებობის პირი ასევე უზრუნველყოფს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას. 9. საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ სამართლებრივი დაცვა ხორციელდება ასევე ადგილსამყოფელ სახელმწიფოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბუნებრივ ან ტექნოგენურ კატასტროფასთან, საომარ ან საგანგებო მდგომარეობასთან, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული ან ვეტერინარული მდგომარეობის გართულებასთან. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2377 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 16 მაი. 2014
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იურიდიული განცალკევება10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სადავო განქორწინება10 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებისას6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უკანონო აბორტი (მუხლი 133) - ადვოკატი6 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-17 · №6

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2014-05-16
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საკონსულო საქმიანობის შესახებ

  • 22საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა
  • 12კონსულტაციის გაწევა
  • 11საკონსულო ფუნქციები

პენიტენციური კოდექსი

  • 94ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 4სამართლებრივი გარანტიები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 59მოსამსახურის სამართლებრივი დაცვა

პროკურატურის შესახებ

  • 74სამართლებრივი დაცვა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 41უცხოელის უფლებების დაცვა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 31საპროცესო უფლებები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 68მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა

პოლიციის შესახებ

  • 48პოლიციელის სამართლებრივი დაცვა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 40დაცვის განმახორციელებელი სუბიექტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3168221211484145974944013
მნიშვნელობით ახლოსსაკონსულო საქმიანობის …პენიტენციური კოდექსისაერთაშორისო დაცვის შე…სამოქალაქო უსაფრთხოები…პროკურატურის შესახებუცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 მარ. 2026