Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 68

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 68. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

2.სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება. თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მისი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას.

3.მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში (მუნიციპალიტეტში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4.სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის ან საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო შეკრებაზე გაწვევას არ ექვემდებარება.

5.მოსამართლედ გამწესება არ იწვევს პირის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის შეწყვეტას. პირი, რომელიც გამწესდა მოსამართლედ, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.

6.მოსამართლეს შვებულება ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე და 64-ე მუხლებით დადგენილი წესით .

7.საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სახელმწიფო ხელისუფლების შტოების ანალოგიურ თანამდებობის პირთა დადგენილი რანგირების მიხედვით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I,  № 46 , 04 . 0 8 . 20 10 წ., მუხ. 286 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №1489 - ვებგვერდი, 13.11.2013წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2034 - ვებგვერდი, 29.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3623 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის ორგანული კანონი №3545 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 31 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025

    მე-7 პუნქტში თანამდებობების ჩამონათვალი ჩანაცვლდა საერთო სასამართლოს მოსამართლის მითითებით, ხოლო მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს უმაღლესი საბჭო ადგენს სახელმწიფო ხელისუფლების შტოების ანალოგიურ თანამდებობის პირთა დადგენილი რანგირების მიხედვით.

  2. 12 დეკ. 2025
  3. 12 ოქტ. 2023

    68-ე მუხლის მე-4 პუნქტში მობილიზაციასთან ერთად მითითებული „ომის“ დრო შეიცვალა „საომარი მდგომარეობის“ დროით; სამხედრო შეკრებაზე გაწვევის შესახებ დანაწესი უცვლელია.

  4. 21 ნოე. 2018

    68-ე მუხლში დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც რეზერვში ჩარიცხულ მოსამართლეს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მობილიზაციის, ომის დროს და სამხედრო შეკრებაზე გაწვევისგან ათავისუფლებს; მომდევნო პუნქტი რჩება მე-5 პუნქტად.

  5. 29 მარ. 2018

    68-ე მუხლის მე-6 პუნქტში 30-დღიანი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნორმა შეიცვალა მითითებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 62-ე და 64-ე მუხლებზე.

  6. 13 ნოე. 2013

    68-ე მუხლის მე-2 პუნქტში დაცვის უზრუნველყოფის საფუძველი ახლა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა პრეზიდენტის განკარგულების ნაცვლად; ასევე „მოღვაწეობა“ შეიცვალა „საქმიანობით“.

  7. 1 აპრ. 2011

    68-ე მუხლის მე-7 პუნქტში საზღვარგარეთ მივლინებისას დღიური ნორმის დანამატის ოდენობის გადაწყვეტილება შეიცვალა სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენით, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს.

  8. 4 აგვ. 2010

    68-ე მუხლის მე-7 პუნქტში საზღვარგარეთ მივლინების დღიური ნორმის დანამატის ოდენობა განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 67შემდეგი მუხლი 69

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საკონსტიტუციო სამართალისერვისის გვერდი
  • სამართლიანი სასამართლოს უფლებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 8 ცვლილება · ბოლო 18 დეკ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 12 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საჯარო სამსახურის … 64მუხლი 64საჯარო სამსახურის … 64

მიუთითებენ მასზე

მუხლი 75⁵⁴მუხლი 79

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 40მოსამართლის ხელშეუხებლობა
  • 72მოსამართლის დაზღვევა
  • 7მოსამართლის დამოუკიდებლობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 63მოსამართლე

პენიტენციური კოდექსი

  • 94ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები

პროკურატურის შესახებ

  • 74სამართლებრივი დაცვა
  • 80სოციალური დაცვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 4

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 6მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მათი კანონისადმი დამორჩილება

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 5

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 41მოსამსახურის სოციალური დაცვა

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 10

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
64663456475⁵⁴79407276474809468
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურის შესა…საერთო სასამართლოების …საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს კონსტიტუცი…პენიტენციური კოდექსიპროკურატურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 8 ნოე. 2026