საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

მუხლი 8. ადგილზე მოქმედების კოორდინატორი

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 15 ივლ. 2020

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ადგილზე მოქმედების კოორდინატორს ნიშნავს საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი.

2.უბედური შემთხვევის ადგილზე პირველად მისული საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი კისრულობს ადგილზე მოქმედების კოორდინატორის ფუნქციების შესრულებას, ვიდრე საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი არ დანიშნავს მის შემცვლელს.

3.ადგილზე მოქმედების კოორდინატორი ვალდებულია: ა) დაამოწმოს უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღება; ბ) დაუკავშირდეს განსაცდელში მყოფ გემს; გ) განსაცდელში მყოფი გემისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და გადასცეს იგი სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს; დ) იქონიოს უწყვეტი რადიოკავშირი; ე) დროულად მივიდეს შემთხვევის ადგილზე; ვ) განახორციელოს საძიებო-სამაშველო ოპერაციები; ზ) კოორდინაცია გაუწიოს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა გემების მოქმედებას; თ) თავის მოქმედებათა შესახებ აცნობოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს; ი) შეასრულოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის რეკომენდაციები.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ადგილზე მოქმედების კოორდინატორს ნიშნავს საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი. 2. უბედური შემთხვევის ადგილზე პირველად მისული საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი კისრულობს ადგილზე მოქმედების კოორდინატორის ფუნქციების შესრულებას, ვიდრე საძიებო-სამაშველო მოქმედებათა კოორდინატორი არ დანიშნავს მის შემცვლელს. 3. ადგილზე მოქმედების კოორდინატორი ვალდებულია: ა) დაამოწმოს უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღება; ბ) დაუკავშირდეს განსაცდელში მყოფ გემს; გ) განსაცდელში მყოფი გემისგან მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია და გადასცეს იგი სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს; დ) იქონიოს უწყვეტი რადიოკავშირი; ე) დროულად მივიდეს შემთხვევის ადგილზე; ვ) განახორციელოს საძიებო-სამაშველო ოპერაციები; ზ) კოორდინაცია გაუწიოს შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა გემების მოქმედებას; თ) თავის მოქმედებათა შესახებ აცნობოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს; ი) შეასრულოს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის რეკომენდაციები.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივნ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
71045429786¹3531182227108
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო-სამაშველო სამს…საზღვაო კოდექსიმეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა განათლებისა…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა