საქართველოს კანონი „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ“
მუხლი 8. იარაღის მესაკუთრენი და იარაღით მოსარგებლენი
იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელმაც იარაღი შეიძინა ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. იარაღის მოსარგებლეა პირი, რომელსაც თავისი სამსახურის ხასიათის გამო უფლება ეძლევა იქონიოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.
