Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებმუხლი 14

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

მუხლი 14. პასუხისმგებლობა სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებისას

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 22 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო რეზერვის შევსება, განახლება, სახელმწიფო რეზერვის შესაქმნელად განკუთვნილი რესურსების შენახვა და დროებით სარგებლობაში გადაცემა ხდება სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და, შესაბამისად, მიმწოდებელს, მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველსა და დროებით მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2.ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა იყოს პასუხისმგებლობა სახელმწიფო რეზერვის მიწოდებისა და დაბრუნების ვადების დარღვევისათვის (სახელმწიფო რეზერვის დაგვიანებით მიწოდება და დაბრუნება, მისი ხარისხის, შეფუთვის, მარკირების შეუსაბამობა, ფარული დეფექტების აღმოჩენა, რის გამოც აუცილებელია შესაბამისი რეზერვის ხელახლა შექმნა, და სხვა), კერძოდ: ა) მიმწოდებლის (მომხმარებლის) მიერ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსათვის საურავის გადახდა მიწოდების (დაბრუნების) ვადის გადაცილების ყოველი დღისათვის (ფარული დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში − ასეთი ფაქტის დადგენის დღიდან). საურავი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთისარანაკლებ გაორმაგებულ ოდენობას; ბ) მიწოდების დაგვიანების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება ბათილად ცხადდება. მიმწოდებელს ეკისრება ხელშეკრულების დარღვევის გამო სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ხოლო სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ეძლევა სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადების უფლება; გ) ფორსმაჟორის კონკრეტული პირობები.

3.სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსა და მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემნახველის პასუხისმგებლობა რესურსის მიღების, შენახვის ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემის წესების დარღვევისათვის, კერძოდ: ა) რესურსის მიღების წესები; ბ) რესურსის შენახვის წესები; გ) რესურსის დროებით სარგებლობაში გადაცემის წესები; დ) ფორსმაჟორის კონკრეტული პირობები.

4.სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ მიმწოდებელთან (შემნახველთან) დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში: ა) მიმწოდებელს (შემნახველს) უფლება აქვს, მოიხსნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; ბ) სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო ვალდებულია მიმწოდებლის (შემნახველის) მოთხოვნისას აანაზღაუროს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზარალი. ამ ზარალის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.

5.პასუხისმგებლობა ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებული, ოპერაციების წარმოებისას მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2005 წლის 10 ივნისის კანონი №1608 - სსმ I,  №33, 01.0 7.2005 წ., მუხ. 202 საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2611 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 მაი. 2000 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2018· გამოქვეყნდა 6 ივლ. 2018
  2. 1 ივლ. 2005
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 22 დეკ. 2018 · №8

  • 2 ცვლილება · ბოლო 6 ივლ. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 7სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიწოდებაზე დაკვეთების ფორმირება
  • 6სახელმწიფო რეზერვის დაფინანსება
  • 11სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობათა გაცემის წესი და საფუძველი

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 9სახელმწიფო კრედიტებით ან კრედიტების გაცემისას სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე დაწესებულებების ვალდებულებათა შესრულება
  • 43კრედიტთან დაკავშირებით გაცემული სახელმწიფო გარანტიის შესრულება
  • 5საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესრულების ვალდებულებანი

დაზღვევის შესახებ

  • 15მზღვეველის სადაზღვევო რეზერვები

თავდაცვის კოდექსი

  • 35სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები
  • 107სოციალური და სხვა გარანტიები

მობილიზაციის შესახებ

  • 13სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 63სესხის მიმღების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების დაფარვის საშუალებები და პირობები

პენიტენციური კოდექსი

  • 98ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
134761115943563351079814
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო ვალის შესახ…დაზღვევის შესახებთავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებსაქართველოს საბიუჯეტო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 22 დეკ. 2018 · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026