Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამობილიზაციის შესახებმუხლი 13

მობილიზაციის შესახებ

მუხლი 13. სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023
თემები:სატრანსპორტო საშუალებების შეფასებათავდაცვის შესყიდვებისაგანგებო სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის ძალების საჭიროებისათვის მობილიზაციის დროს წესდება სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება.

2.სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ შექმნილ, სამობილიზაციო რეზერვების შემადგენლობაში არსებულ სახელმწიფო საავტომობილო, საჯარისო ტიპის ავტოკოლონებზე, სარკინიგზო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო, მილსადენ, საჭაპანო და სასაპალნე სატრანსპორტო საშუალებებზე, მოტოციკლებზე, სარეწ და სპეციალურ გემებზე, ტრაქტორებზე, მისაბმელებსა და ნახევარმისაბმელებზე, საგზაო-სამშენებლო და ამწესატრანსპორტო მანქანებსა და მექანიზმებზე, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრე მოქალაქეებზე (შემდგომი ანაზღაურების პირობით). სამხედრო-სატრანსპორტო ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნავსადგურებზე, ნავმისადგომებზე, აეროპორტებზე, ნავთობბაზებზე, საწვავის გადასატუმბ ბაზებზე, ავტოსატრანსპორტო ორგანიზაციებსა და სატრანსპორტო საშუალებათა მუშაობის უზრუნველმყოფ სხვა ორგანიზაციებზე.

3.საქართველოს თავდაცვის ძალების სამობილიზაციო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო სატრანსპორტო საშუალებათა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტებიდან, სახელმწიფო საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან ამოღება ხდება უსასყიდლოდ, ხოლო ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან – შემდგომი სათანადო ანაზღაურებით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოღებული სატრანსპორტო საშუალების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება იმ დროისათვის არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად შედგენილი პრეისკურანტისა და ცვეთის ფასდაკლების გათვალისწინებით და გაიცემა საომარი მდგომარეობის დამთავრების შემდეგ.

4.საკუთრების ჩამორთმევის წესი განისაზღვრება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3588 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6872-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3315 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 12 ოქტ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 ოქტ. 2023 – 2 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 2 იან. 2025· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2023
  2. 28 ივლ. 2020

    მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად მითითებულია მუნიციპალიტეტები და შეიცვალა სიტყვა „მოთხოვნილებათა“ „მოთხოვნილებებით“.

  3. 21 ნოე. 2018

    მე-13 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში „სამხედრო ძალები“ შეიცვალა „თავდაცვის ძალებით“, ხოლო მე-3 პუნქტის წინადადება ახლებურად არის ჩამოყალიბებული სატრანსპორტო საშუალებათა ამოღების შესახებ.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 12შემდეგი მუხლი 14

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კომერციული სატრანსპორტო ფლოტის (ავტოპარკის) შეფასებასერვისის გვერდი
  • სამხედრო დანიშნულების მშენებლობის ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისერვისის გვერდი
  • საომარი მდგომარეობა და სამართლებრივი საკითხებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №15

  • 3 ცვლილება · ბოლო 18 ივლ. 2023
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მობილიზაციის შესახებ

  • 9სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოვალეობანი
  • 12სამობილიზაციო ორგანოები
  • 10მოქალაქეთა მოვალეობანი

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 18სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი საწარმოს, აგრეთვე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვისათვის სამსახურებრივად პასუხისმგებელ პირთა ვალდებულებანი

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 3საქართველოს კანონმდებლობა სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ

თავდაცვის კოდექსი

  • 35სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები
  • 25სამხედრო პოლიციის ვალდებულებები
  • 93სამობილიზაციო რეზერვი

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

  • 3საავტომობილო ტრანსპორტი და მისი ამოცანები

საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლოატაციის და ამ საშუალებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ

  • 4

საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ

  • 14პასუხისმგებლობა სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებისას

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 3ზოგადი პირობები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
391210143418335259313
მნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…მობილიზაციის შესახებსაქართველოს სარკინიგზო…თავდაცვის კოდექსისაავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს ტერიტორიაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 21 სექ. 2023 · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა 7 ნოე. 2026