Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 55³

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 55³. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის საფუძვლები და პროცედურა

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონის 55 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ემიტენტი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსს დაკარგავს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდები (მათ შორის, სასესხო ფასიანი ქაღალდები − მათი სრულად დაფარვის შედეგად), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად გაუქმდა ან/და აღარ არსებობს; ბ) საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მისი ძალაში შესვლისთანავე. ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან საჯარო ფასიან ქაღალდებად აღარ მიიჩნევა.

2.საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის შესახებ, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს  წარუდგენს კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელის/მფლობელების ხმათა არანაკლებ 75%-ის თანხმობით მიღებულ გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ; ბ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი/მფლობელები, რომელმაც/რომლებმაც მხარი დაუჭირა/დაუჭირეს გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა განახორციელებს/განახორციელებენ სატენდერო შეთავაზებას ემიტენტის მიერ გამოშვებული ყველა საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე; გ) შემთავაზებელი/შემთავაზებლები სატენდერო შეთავაზების ვადის დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს/წარუდგენენ წერილობით დასტურს იმის თაობაზე, რომ შეთავაზებისას დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და შეთავაზების ადრესატებს მიეცათ საკუთარი უფლებების დადგენილი წესით განხორციელების შესაძლებლობა.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზება განხორციელდება ამ კანონის მე-15 მუხლითა და 15 1 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ამავე მუხლის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გამოსასყიდ ფასს აუდიტორი ადგენს.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, თუ ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ არის დაშვებული ან მიმოქცევაშია ემიტენტის მიერ გამოშვებული სხვა საჯარო ფასიანი ქაღალდები, გარდა იმავე პუნქტით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა.

5.ემიტენტმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად დაკარგა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი, ეს სტატუსი შეიძლება ხელახლა მოიპოვოს საერთო წესების საფუძველზე.

6.ეს მუხლი არ გამოიყენება საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებული ერთეულების მიმართ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. თავი X გარდამავალი დებულებანი

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის 55 2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ემიტენტი საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსს დაკარგავს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ გამოშვებული საჯარო ფასიანი ქაღალდები (მათ შორის, სასესხო ფასიანი ქაღალდები − მათი სრულად დაფარვის შედეგად), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად გაუქმდა ან/და აღარ არსებობს; ბ) საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მისი ძალაში შესვლისთანავე. ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან საჯარო ფასიან ქაღალდებად აღარ მიიჩნევა. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსის დაკარგვის შესახებ, თუ დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს  წარუდგენს კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელის/მფლობელების ხმათა არანაკლებ 75%-ის თანხმობით მიღებულ გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ; ბ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელი/მფლობელები, რომელმაც/რომლებმაც მხარი დაუჭირა/დაუჭირეს გადაწყვეტილებას საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსზე უარის თქმის შესახებ, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა განახორციელებს/განახორციელებენ სატენდერო შეთავაზებას ემიტენტის მიერ გამოშვებული ყველა საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე; გ) შემთავაზებელი/შემთავაზებლები სატენდერო შეთავაზების ვადის დასრულებისთანავე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს/წარუდგენენ წერილობით დასტურს იმის თაობაზე, რომ შეთავაზებისას დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და შეთავაზების ადრესატებს მიეცათ საკუთარი უფლებების დადგენილი წესით განხორციელების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზება განხორციელდება ამ კანონის მე-15 მუხლითა და 15 1 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, ამავე მუხლის თავისებურებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ გამოსასყიდ ფასს აუდიტორი ადგენს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ გამოიყენება, თუ ემიტენტის მიერ გამოშვებული საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ არის დაშვებული ან მიმოქცევაშია ემიტენტის მიერ გამოშვებული სხვა საჯარო ფასიანი ქაღალდები, გარდა იმავე პუნქტით გათვალისწინებული საჯარო ფასიანი ქაღალდებისა. 5. ემიტენტმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად დაკარგა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის სტატუსი, ეს სტატუსი შეიძლება ხელახლა მოიპოვოს საერთო წესების საფუძველზე. 6. ეს მუხლი არ გამოიყენება საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებული ერთეულების მიმართ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. თავი X გარდამავალი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2025 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2023 – 19 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

  4. 1 ნოე. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 55²შემდეგი მუხლი 56

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №50

  • 1 რედაქცია
  • 3 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 15მუხლი 15¹მუხლი 55²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 14¹საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიმართ დამატებითი მოთხოვნები
  • 14წილობრივი ფასიანი ქაღალდების მნიშვნელოვანი შენაძენის საჯაროობა
  • 8ფასიანი ქაღალდების ემისიისა და განთავსების შესახებ ანგარიში

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 918ფასიანი ქაღალდის გამოცხადება ძალადაკარგულად
  • 452ვალდებულების შეწყვეტა, როცა მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება
  • 914ემიტენტის უფლებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 328განცხადების შეტანა

სახელმწიფო ვალის შესახებ

  • 14სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 95⁶ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის გაუქმება

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 52ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹⁶„ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინიციატორის მიმართ რეზოლუციის ან ლიკვიდაციის პროცესის წარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1515¹55²14¹1483289184529141437¹⁶5295⁶1455³
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო ვალის შესახ…საქართველოს საგადასახა…დემატერიალიზებული ფასი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026