ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 14¹. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიმართ დამატებითი მოთხოვნები

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა ფასიანი ქაღალდების ყველა მფლობელის მიმართ, რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან.

2.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შექმნა და იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომლებიც საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს თავიანთი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს.

3.საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით საჯარო გახადოს ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების პირობების ან/და საჯარო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა ფასიანი ქაღალდების ყველა მფლობელის მიმართ, რომლებიც თანაბარ პირობებში იმყოფებიან. 2. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შექმნა და იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომლებიც საჯარო ფასიანი ქაღალდების მფლობელებს თავიანთი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. 3. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით საჯარო გახადოს ინფორმაცია საჯარო ფასიანი ქაღალდების პირობების ან/და საჯარო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი ცვლილების შესახებ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 იან. 1999 – 28 ივლ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
40118111432¹5217534¹193111314¹
მნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…მეწარმეთა შესახებსაქართველოს ეროვნული ბ…რეკლამის შესახებიპოთეკით დაცული ობლიგა…სახელმწიფო ვალის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა