საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 11. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდს უფლება აქვს, შევიდეს საქართველოს შიგა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნებართვით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლისათვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა ხდება შესვლამდე 30 დღით ადრე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი ნებართვა საჭირო არ არის: ა) ოფიციალური ვიზიტის დროს, როცა უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდზე ან სახელმწიფო გემზე იმყოფება სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ან საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი. ასეთი ვიზიტის დროს წინასწარი შეტყობინება ხდება სავარაუდო შესვლამდე 5 დღით ადრე; ბ) ავარიით, სტიქიური უბედურებით, შტორმით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობით გამოწვეული იძულებითი შესვლის შემთხვევაში სამხედრო ხომალდის მეთაური ვალდებულია ნებისმიერი საშუალებით დაუკავშირდეს საქართველოს უახლოესი ნავსადგურის კაპიტანს და იმოქმედოს მისი მითითებებით. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1359 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5625 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდს უფლება აქვს, შევიდეს საქართველოს შიგა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნებართვით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდზე უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლისათვის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა ხდება შესვლამდე 30 დღით ადრე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წინასწარი ნებართვა საჭირო არ არის: ა) ოფიციალური ვიზიტის დროს, როცა უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდზე ან სახელმწიფო გემზე იმყოფება სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ან საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი. ასეთი ვიზიტის დროს წინასწარი შეტყობინება ხდება სავარაუდო შესვლამდე 5 დღით ადრე; ბ) ავარიით, სტიქიური უბედურებით, შტორმით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობით გამოწვეული იძულებითი შესვლის შემთხვევაში სამხედრო ხომალდის მეთაური ვალდებულია ნებისმიერი საშუალებით დაუკავშირდეს საქართველოს უახლოესი ნავსადგურის კაპიტანს და იმოქმედოს მისი მითითებებით. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1359 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5625 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 26 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში „რეიდებზე“ ჩანაცვლდა „რეიდზე“-თ და დაემატა გამონაკლისი: უცხო სამხედრო ხომალდის შესვლამდე 30 დღით ადრე წინასწარი ნებართვის მოთხოვნის წესი არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

  2. პირველ პუნქტში უცხო ქვეყნის სამხედრო ხომალდის შესვლის ნებართვა პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, ტერმინი „შიდა“ კი „შიგა“-თი შეიცვალა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12141098218422020²14 (დ…10 (დ…17 (დ…6911
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საბაჟო კოდ…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა