საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

მუხლი 12. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის ატომური გემისა და ატომური სამხედრო ხომალდის შესვლა

რედაქცია №25 კონსოლიდირებული · 13 დეკ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხო ქვეყნის ატომურ გემსა და ატომურ სამხედრო ხომალდს უფლება აქვთ შევიდნენ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით. შესვლის წინ მათ უნდა გაიარონ სპეციალური შემოწმება რადიაციულ უსაფრთხოებაზე. შემოწმებას ახორციელებენ საქართველოს შესაბამისი ორგანოები.

2.საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის ატომური გემის ან ატომური სამხედრო ხომალდის დგომის დროს საქართველოს შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ მასზე მუდმივ დოზიმეტრიულ კონტროლს და რადიაციული ფონის სახიფათო ზრდის შემთხვევაში მოსთხოვენ გემის ან სამხედრო ხომალდის ადმინისტრაციას, რომ გემმა ან სამხედრო ხომალდმა დაუყოვნებლივ დატოვოს საქართველოს შიდა საზღვაო წყლები და ტერიტორიული ზღვა.

3.ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იმ გემებზეც, რომლებიც ახორციელებენ ბირთვული, რადიაქტიური, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებას.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხო ქვეყნის ატომურ გემსა და ატომურ სამხედრო ხომალდს უფლება აქვთ შევიდნენ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში და რეიდებზე ამ კანონის მე-11 მუხლით დადგენილი წესით. შესვლის წინ მათ უნდა გაიარონ სპეციალური შემოწმება რადიაციულ უსაფრთხოებაზე. შემოწმებას ახორციელებენ საქართველოს შესაბამისი ორგანოები. 2. საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის ატომური გემის ან ატომური სამხედრო ხომალდის დგომის დროს საქართველოს შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ მასზე მუდმივ დოზიმეტრიულ კონტროლს და რადიაციული ფონის სახიფათო ზრდის შემთხვევაში მოსთხოვენ გემის ან სამხედრო ხომალდის ადმინისტრაციას, რომ გემმა ან სამხედრო ხომალდმა დაუყოვნებლივ დატოვოს საქართველოს შიდა საზღვაო წყლები და ტერიტორიული ზღვა. 3. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება იმ გემებზეც, რომლებიც ახორციელებენ ბირთვული, რადიაქტიური, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 22 იან. 1999-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
119243208618204210 (დ…14 (დ…19 (დ…2712
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საზღვაო სი…საქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №25 · ბოლოს შემოწმდა