საქართველოს საჰაერო კოდექსი

მუხლი 20². უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმის საქართველოს ტერიტორიაზე დაშვება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული.

2.საქართველოსთან შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული, დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდის მგზავრთა ძებნა და შველა ხორციელდება საქართველოს საძებნ-სამაშველო რაზმების მეშვეობით ან საქართველოს და უცხო სახელმწიფოს საერთო ძალებით, მათ შორის შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე/საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული. 2. საქართველოსთან შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს საძებნ-სამაშველო რაზმი და მის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის მესაკუთრე ან/და იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც აღნიშნული საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული, დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ღია ზღვის თავზე არსებულ საჰაერო სივრცეში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს, ხიფათში მყოფი საჰაერო ხომალდის მგზავრთა ძებნა და შველა ხორციელდება საქართველოს საძებნ-სამაშველო რაზმების მეშვეობით ან საქართველოს და უცხო სახელმწიფოს საერთო ძალებით, მათ შორის შეთანხმების საფუძველზე. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 1 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ნოე. 1996 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12142417403820¹551011111320²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საჰაერო კო…საზღვაო-სამაშველო სამს…საქართველოს სახელმწიფო…სამართალდაცვით სფეროში…საქართველოს საზღვაო სი…შრომითი მიგრაციის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა