Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებმუხლი 10 (დანართი 1)

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 10 (დანართი 1)

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი უცხოეთისა და საქართველოს გემების სასაზღვრო კონტროლი ხორციელდება მისადგომებთან ან საჭიროების შემთხვევაში - რეიდზე. საზღვარგარეთიდან მომავალი სამგზავრო გემების სასაზღვრო კონტროლი შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემების ნავსადგურში შესვლამდე. ასეთ შემთხვევაში ტერიტორიული ზღვის დათქმულ ადგილზე ან საქართველოს შიდა წყლებში გემებს ხვდება კომისია. გემების სასაზღვრო კონტროლის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

2.ნავსადგურში გემის შემოსვლისას (რეიდზე ან ნავსადგურში) შესაბამისი პროცედურების ჩატარების მიზნით გემზე ადიან: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები; ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი; გ) საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი  გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში ან როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის  საშიში დაავადებები ან/და არსებობს დაავადების შემოტანისა და  გავრცელების რისკი, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე; დ) საბაჟო გამშვები პუნქტის ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია ადამიანის და ცხოველთა საერთო საშიში ინფექციური დაავადებები, ან როცა არსებობს  ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე; ე) საბაჟო გამშვები პუნქტის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც  გავრცელებულია საქართველოში არარეგისტრირებული ან შეზღუდულად გავრცელებული მცენარეთა საკარანტინო ობიექტები, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი  თანამშრომელი გემზე ადის პირველი და ეცნობა  გემის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ამოწმებს საერთაშორისო საზღვაო დეკლარაციას, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიულ მოწმობას და კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს, საჭიროების შემთხვევაში იღებს სინჯს და ნიმუშს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის. მას შემდეგ, რაც საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი დარწმუნდება, რომ გემზე არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ  უქმნის რისკს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით, თანხმობას აძლევს სხვა პირებს გემზე ასასვლელად.

4.შემოწმების დამთავრებამდე გემზე ასვლა და გემიდან ჩამოსვლა აკრძალულია ყველა პირისათვის, გარდა ლოცმანისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 დეკ. 2013-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 9 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 11 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 ოქტ. 2026 · №10

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 14 (დანართი 1)
  • 19 (დანართი 1)
  • 13 (დანართი 1)

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 24საქართველოს შესაბამისი ორგანოების უფლებები უცხო ქვეყნის გემის მიმართ
  • 12საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის ატომური გემისა და ატომური სამხედრო ხომალდის შესვლა
  • 10საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე უცხო ქვეყნის იმ სახელმწიფო ან სპეციალური დანიშნულების გემის შესვლა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნით

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 63ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 36საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს არასამხედრო გემების დაკავების საფუძველი
  • 18საქართველოს პორტებსა და შიდა წყლებში უცხო სახელმწიფოს არასამხედრო, სამხედრო და ატომური გემების შემოსვლის წესი
  • 14კონტროლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 27ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

საზღვაო კოდექსი

  • 82

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
241210823618146314 (დ…19 (დ…13 (დ…2710 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს საზღვაო სი…მეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს სახელმწიფო…მეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 ოქტ. 2026 · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026