Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა შრომის შესახებმუხლი 27

მეზღვაურთა შრომის შესახებ

მუხლი 27. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 13 ივნ. 2023
თემები:საზღვაო უსაფრთხოებასაზღვაო ეკიპაჟიპორტის ოპერაციებიგემის რეგისტრაციადაბინძურების კონტროლირობოტექნიკა და დრონები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ნავსადგურში შემოსულ გემზე გაგზავნოს სააგენტოს თანამშრომელი იმის შესამოწმებლად, რომ გემი ფლობს მოქმედ საზღვაო შრომის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელ მოწმობას და საზღვაო შრომის ნორმების დაცვის შესახებ დეკლარაციებს. ეს მოწმობა და დეკლარაციები გაცემული უნდა იყოს კონვენციის 5.1.3 წესის შესაბამისად.

2.სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, დეტალურად შეამოწმოს გემი, თუ ის აღმოაჩენს, რომ გემზე არსებული მეზღვაურთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველია, ან თუ მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ არსებული შეუსაბამობა კონვენციის მოთხოვნების სერიოზული დარღვევაა, როდესაც არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) საზღვაო შრომის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა და საზღვაო შრომის ნორმების დაცვის შესახებ დეკლარაციები წარდგენილი არ არის, გაყალბებულია, ვადაგასულია, არ შეიცავს საჭირო ინფორმაციას ან აკლია შუალედური შემოწმებების შესახებ ჩანაწერები; ბ) არსებობს აშკარა საფუძველი იმის სამტკიცებლად, რომ გემზე არსებული მეზღვაურთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები არ აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს; გ) არსებობს გონივრული ეჭვი, რომ კონვენციის მოთხოვნების შესრულების თავიდან ასაცილებლად გემმა დროშა შეცვალა; დ) არსებობს საჩივარი იმის თაობაზე, რომ გემზე არსებული მეზღვაურთა სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, სავარაუდოდ, არ აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის არსებობის შემთხვევაში გემის დეტალური შემოწმება უნდა განხორციელდეს კონვენციის A5-III დანართის შესაბამისად. შემოწმება უნდა შემოიფარგლოს საჩივრით გათვალისწინებული საკითხით, თუ არ არსებობს აშკარა საფუძველი შემოწმების არეალის გასაფართოებლად.

4.თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის პროცედურები სერიოზულ დარღვევას გამოავლენს, გემი არ უპასუხებს კონვენციის მოთხოვნებს და, სააგენტოს შეხედულებით, გემზე არსებული პირობები მეზღვაურთა სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის აშკარად საფრთხის შემცველია ან კონვენციის (მათ შორის, მეზღვაურთა უფლებების) სერიოზულ ან განმეორებად დარღვევაში გადაიზარდა, სააგენტო უფლებამოსილია გემს აუკრძალოს ზღვაში გასვლა, სანამ დარღვევა იმ დონემდე მაინც არ აღმოიფხვრება, რომ მეზღვაურთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას საფრთხე აღარ შეუქმნას.

5.თუ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის პროცედურები დოკუმენტის სხვა პირის მიერ გამოყენებას ან გაყალბებულ დოკუმენტს გამოავლენს, უკანონო დოკუმენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოღებული. ამასთანავე, მეზღვაურის სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური უწყება ინფორმირებული უნდა იქნეს.

6.იმ პირის თანამდებობა, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უკანონო დოკუმენტს, მიიჩნევა ვაკანტურად მასზე სათანადოდ კვალიფიცირებული პირის დასაქმებამდე, რომელიც უპასუხებს უსაფრთხო მართვის მოთხოვნებს.

7.სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის პროცედურების შედეგად განხორციელებული გემის დაკავების შესახებ დროულად ეცნობოს ყველა შესაბამის პირს, მათ შორის, ნავსადგურის ადმინისტრაციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, გემის დროშის სახელმწიფოს ეროვნულ სააგენტოს ან საქართველოში არსებულ გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას.

წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გემის დოკუმენტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გემის ინსპექტირების მოთხოვნები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დოკერების სარჩელი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯონსის აქტის სარჩელი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 28საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია
  • 4კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილებანი
  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 63ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი
  • 49მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება
  • 10სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება

საზღვაო კოდექსი

  • 44¹⁷—
  • 82—
  • 10—

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 14—
  • 19—
  • 13—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44¹⁷8210634910141913284727
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 ივნ. 2023