ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

მუხლი 19. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადა და მისი გადახედვა

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 29 ნოე. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილი

1.სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ოდენობითა და ვადით, რომლებიც აუცილებელია შესწავლის ობიექტის მიერ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

2.სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება ხდება არაუმეტეს 5 წლით. ეს ვადა აითვლება ამ ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების დღიდან.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 წლით იმ შემთხვევაში, თუ შესწავლის ორგანო განმეორებითი შესწავლის საფუძველზე დაადგენს, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების შეწყვეტა ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს მიაყენებს. ასეთ შემთხვევაში სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი შეიძლება ძალაში დარჩეს განმეორებითი შესწავლის დასრულებამდე.

4.სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 90 დღით ადრე შესწავლის ორგანო ამის შესახებ ოფიციალურ შეტყობინებას აქვეყნებს.

5.ადგილობრივ ინდუსტრიას შეუძლია ოფიციალური შეტყობინების გამოქვეყნებიდან 45 დღის ვადაში შესწავლის ორგანოს მიმართოს წერილობითი განცხადებით განმეორებითი შესწავლის დაწყების თაობაზე.

6.სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე.

7.განმეორებითი შესწავლის პერიოდი 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

8.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი  შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების საფუძველი არ არსებობს, განმეორებითი შესწავლის პერიოდში ამოღებული, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის სახით გადახდილი თანხა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უბრუნდება გადამხდელს. თავი III. შესწავლის განხორციელება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1⁸525⁴636214613918155321819
მნიშვნელობით ახლოსვაჭრობაში ანტიდემპინგუ…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საბაჟო კოდ…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს საპატენტო …ელექტრონული კომერციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა