Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანავთობისა და გაზის შესახებმუხლი 30³

ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 30³. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.2007 წლის 1 სექტემბრამდე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოდ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ.

4.საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე და უფროსის დანიშვნამდე ამ სააგენტოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელმა სახელმწიფო სააგენტომ.

5.დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები (გარდა რეგულირების საფასურთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებების განხორციელების ან მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს.

6.საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ნავთობისა და გაზის ეროვნულმა სააგენტომ შექმნიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

7.საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო.

8.ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №467 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №908 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. 2007 წლის 1 სექტემბრამდე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოდ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულება უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტში წარდგენა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ. 4. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე და უფროსის დანიშვნამდე ამ სააგენტოსათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელოს დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელმა სახელმწიფო სააგენტომ. 5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები (გარდა რეგულირების საფასურთან დაკავშირებით გამოცემული აქტებისა) ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. მათში ცვლილებების განხორციელების ან მათი გაუქმების უფლება ენიჭება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს. 6. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ნავთობისა და გაზის ეროვნულმა სააგენტომ შექმნიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. 7. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში  შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. 8. ნავთობისა და გაზის ოპერაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 31 დეკემბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებასა და სხვა სამართლებრივ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №467 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის  1  ივნისის  კანონი №908  - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 21 ივნ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 ივნ. 2017
  2. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    30³ მუხლს დაემატა მე-7 პუნქტი ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შექმნის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში.

  3. 19 ივნ. 2007

    30³ მუხლში უფროსის დანიშვნის ვადა შეიცვალა მარეგულირებელი სააგენტოს ეროვნულ სააგენტოდ რეორგანიზების ვალდებულებით 2007 წლის 1 სექტემბრამდე. დაემატა მთავრობის ვალდებულებები, უფლებამოსილების გარდამავალი განხორციელება, ძველი აქტების ძალაში დატოვება და 3-თვიანი ვადა აქტების შესაბამისობისთვის.

  4. 3 იან. 2007

    30³ მუხლის პირველ პუნქტში დანიშვნის ვალდებულება ეხება სააგენტოს უფროსს (ვადა — 2007 წლის 20 იანვარი), ხოლო მე-2 პუნქტში ნორმატიული აქტების შესაბამისობის უზრუნველყოფა სააგენტოს ევალება 2007 წლის 1 მარტამდე; მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების გადაცემის წესი აღარ არის ტექსტში.

  5. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    დაემატა გარდამავალი დებულება სამი ვადით: კომისიის წევრთა დანიშვნა, სააგენტოს აქტების კანონთან შესაბამისობა და ქონების გადაცემა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 30²შემდეგი მუხლი 30⁴

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №33

  • 5 ცვლილება · ბოლო 21 ივნ. 2017
  • 7 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 8ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო რეგულირება
  • 8⁸ანგარიშვალდებულება და სანქციები
  • 7ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო მართვა

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 10გარდამავალი დებულებანი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 70გარდამავალი დებულებები

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებანი

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 63¹

რეგულირების საფასურის შესახებ

  • 2კანონის მოქმედების სფერო

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 96²საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში
  • 222²საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 14გარდამავალი დებულებანი

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 30გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63¹88⁸71410296²222²30157030³
მნიშვნელობით ახლოსტრანსპორტის სფეროს მარ…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ეროვნული ბ…შემოსავლების სამსახური…სამედიცინო-სოციალური ე…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026