ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 8⁸. ანგარიშვალდებულება და სანქციები

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სააგენტო, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

2.ლიცენზიის მფლობელი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა სააგენტოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის სრულ ანგარიშს და აუდიტის დასკვნას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3.ანგარიშგების ფორმას ადგენს სააგენტო.

4.სააგენტოს უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

5.ლიცენზიის მფლობელმა მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოს უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.

6.ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი წერილობით გააფრთხილოს.

7.ლიცენზიის მოქმედების შეწყვეტის ან ლიცენზიის გაუქმების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 1 ივნ. 2006 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  2. მუხლი 8⁸-ში კომისიის ბიუჯეტის ნორმები შეიცვალა სააგენტოს ექსკლუზიური ზედამხედველობის, ლიცენზიანტის ანგარიშგების, ინფორმაციის 15-დღიანი ვადით წარდგენის, გაფრთხილებისა და ლიცენზიის შეწყვეტის წესებით.

  3. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    დაემატა 8⁸ მუხლი კომისიის ბიუჯეტის მომზადების ვადის (1 დეკემბერი), გამოქვეყნების ვალდებულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
288626215¹96²222²59³141611168⁸
მნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს ადმინისტრა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…ენერგეტიკისა და წყალმო…სამედიცინო-სოციალური ე…ლიცენზიებისა და ნებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა