ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 8. ნავთობისა და გაზის რესურსებისა და ბუნებრივი წყალბადის რესურსების სახელმწიფო რეგულირება

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სააგენტო.

2.სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

3.სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.

4.სააგენტოს უფროსის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით.

5.სააგენტოს უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს დებულებით. სააგენტოს დებულებას, სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი.

6.სააგენტოს უფროსი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას.

7.სააგენტოს უფროსის მოადგილეს (მოადგილეებს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი მინისტრთან შეთანხმებით.

8.სააგენტოს უფროსი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს სააგენტოს თანამშრომლები.

9.(ამოღებულია). საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №757-სსმI, №6, 20.03.2001წ.,მუხ.16 საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4859-სსმI, №22, 19.06.2007წ., მუხ.188 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4408-ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №467 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4365 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №142 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2224 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 30 ივნ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ივნ. 2017 – 1 ივლ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
  2. · გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  3. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით სააგენტოს უფროსს ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრის წარდგინებით დანიშვნის ნაცვლად.

  4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ახლა მხოლოდ ადგენს, რომ ნავთობისა და გაზის სფეროს სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სააგენტო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და შექმნის წესის მითითების გარეშე; მე-9 პუნქტი (საჯარო სამსახურის შესახებ კანონის გავრცელება სააგენტოს თანამშრომლებზე) ამოღებულია.

  5. მე-8 მუხლში უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები და გასაჩივრების უფლება შეიცვალა სააგენტოს სტატუსის, უფროსის დანიშვნის (მინისტრის წარდგინებით პრემიერ-მინისტრის მიერ), დებულების დამტკიცებისა და საჯარო სამსახურის კანონის გავრცელების ნორმებით.

  6. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    ახალი 8-ე მუხლი ადგენს კომისიის სამართლებრივი აქტების სახეებს, მათ მიღებას სხდომაზე და სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2765¹2196²4577314¹318
მნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…გარემოს დაცვის შესახებწყლის რესურსების მართვ…საქართველოს სივრცის და…საქართველოს ადმინისტრა…რეგულირების საფასურის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა