Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებმუხლი 14

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹34567891011

1.2007 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების შემუშავება და დამტკიცება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის დანიშვნა; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების შემუშავება და სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2.ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) 2007 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს: ა.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული აქტების გამოცემა და სხვა ღონისძიებების განხორციელება; ა.ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვის წესის განსაზღვრა; ბ) 2008 წლის 31 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის რეორგანიზება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულად.

2¹.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს ლიზინგის რეგისტრაციის პირობების, ლიზინგის მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცება.

3.2008 წლის 31 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის შესაბამისი ქონების გადაცემა.

4.ამ კანონის მიზნებისათვის: ა) ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ა“–„ე.კ“ და „ე.მ“–„ე.ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს; ბ) ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ე“–„ე 5 “ და „ე 7 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ავტომობილის რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს); გ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს (გარდა მოტოციკლის სახელმწიფო სანომრე ნიშნისა) და „ზ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს; დ) მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგისტრაციის ნომრებს (სახელმწიფო სანომრე ნიშნებს); ე) მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 31 აგვისტოსათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოტოციკლის სახელმწიფო სანომრე ნიშანს; ვ) მოტოციკლის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერი გულისხმობს ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრისათვის არსებული რედაქციის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოტოციკლის რეგისტრაციის ნომერს (სახელმწიფო სანომრე ნიშანს).

5.ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემის საფასური შეადგენს: ა) 35 ლარს, თუ ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური ტოლია ან ნაკლებია იმ საფასურზე, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის; ბ) სხვაობას ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილ საფასურსა და იმ საფასურს შორის, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის, თუ ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური მეტია იმ საფასურზე, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის.

6.მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ერთი ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფასური შეადგენს 25 ლარს.

7.მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისას მოტოციკლის ერთი ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის საფასური შეადგენს 25 ლარს.

8.ამ კანონის 2014 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-6 მუხლის „ე.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის შემადგენელი სერიის ან/და ნომრის კომბინაცია ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა იგი ამ კანონის მე-6 მუხლის „ე 6 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტომობილის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) შემადგენელი სერიისა და ნომრის კომბინაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

9.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ავტომობილის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს, მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერსა და მოტოციკლის ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომერს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

10.ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლის/ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემის წესსა და დამატებით პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2014 წლის 1 სექტემბრამდე.

11.2014 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის მე-6 მუხლის „ე 9 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირის მიერ მისთვის სასურველი ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) დაჯავშნის შემთხვევაში ჯავშნით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება დაჯავშნის მოთხოვნის დღიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაჯავშნილი ნომერი შეიძლება გაიცეს არაუგვიანეს დაჯავშნის ვადისა და არაუადრეს 2014 წლის 1 სექტემბრისა. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5610- სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.410 საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის კანონი №2590 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1196 - ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის კანონი №6734 – ვებგვერდი, 07.07.2020წ.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 7 ივლ. 2020
  2. 1 ნოე. 2017· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2017
  3. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 11 აგვ. 2014
  4. 7 მაი. 2012
  5. 9 იან. 2008· გამოქვეყნდა 26 დეკ. 2007
წინა მუხლი 13¹შემდეგი მუხლი 15

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №42

1
ციტირებულია მუხლი
5
ცვლილება
ბოლო 2020-07-07
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6

მიუთითებენ მასზე

მუხლი 15

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 26გარდამავალი დებულებანი

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ

  • 12გარდამავალი დებულებები

შემოსავლების სამსახურის შესახებ

  • 15გარდამავალი დებულებანი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 33გარდამავალი დებულებანი

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

  • 28გარდამავალი დებულებანი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ

  • 37გარდამავალი დებულებები

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 69გარდამავალი დებულებები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 55¹გარდამავალი დებულებები

პოლიციის შესახებ

  • 60გარდამავალი დებულებანი

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ

  • 28გარდამავალი დებულებანი

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 113გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11326615328156955¹126028333714
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამართლის იურიდ…კერძო დაცვითი საქმიანო…სახელმწიფო სერვისების …შემოსავლების სამსახური…საჯარო სამართლის იურიდ…ბუღალტრული აღრიცხვის,ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026