სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

მუხლი 4. აღსრულების ეროვნული ბიურო

რედაქცია №134 კონსოლიდირებული · 10 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2.აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

3.აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი .

4.(ამოღებულია).

5.აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

6.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

6¹.აღსრულების ეროვნული ბიუროს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. აღსრულების პოლიციის დეპარტამენტის უფროსსა და სააღსრულებო ბიუროს უფროსთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“;

6².იმ აღსრულების პოლიციელს, რომელიც პროფესიული საჯარო მოხელეა, აგრეთვე აღმასრულებელსა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა თანამშრომლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა თანამშრომლებთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შრომით ხელშეკრულებებს დებს და წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

7.აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება. აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის თაობაზე სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებაში.

8.აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

9.აღსრულების ეროვნული ბიუროს ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

10.აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4827 - ვებგვერდი, 28.06.2011წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2939 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4367 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №145 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2026 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1879/1 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №134 · ძალაშია 12 ნოე. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 19

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 16 ოქტ. 2026
  2. · გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  3. · გამოქვეყნდა 24 დეკ. 2014

    მე-10 პუნქტში ბიუროს საბანკო და სადეპოზიტო ანგარიშები შეიცვალა ხაზინის ანგარიშით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომერციულ ბანკში ანგარიშის ქონის უფლებით.

  4. · გამოქვეყნდა 23 მარ. 2012

    მე-4 მუხლში ნოტარიუსი დელეგირებული უფლებამოსილებით რეგისტრაციის ორგანოდ დასახელდა (1-ლი პუნქტი, „გ“) და მე-5 პუნქტით მას ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციისა და მოწმობის გაცემის უფლება მიენიჭა.

  5. · გამოქვეყნდა 12 ივნ. 2012
  6. · გამოქვეყნდა 24 ნოე. 2011
  7. · გამოქვეყნდა 11 იან. 2012

    მე-4 მუხლს სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებს დაემატა „ს“ პუნქტი სამედიცინო მედიაციის განვითარების ხელშეწყობის შესახებ.

  8. · გამოქვეყნდა 28 ივნ. 2011

    მე-7 პუნქტში დელეგირება დაკავშირებულია ბიუროში დასაქმებულ პირზე და დაწესდა ქვედელეგირების აკრძალვა, გარდა სპეციალურად მითითებული შემთხვევისა.

  9. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  10. მე-9 პუნქტში დაზუსტდა დაფინანსების წყაროები (სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები); მე-10 პუნქტში ბიუროს აქვს ბეჭედი და საბანკო, მათ შორის სადეპოზიტო, ანგარიშები, ხოლო პროცენტის მიზნობრივი გამოყენების მითითება ამოღებულია.

  11. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2010

    მე-4 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულია ნორმა ბიუროში საქმიანობის საჯარო სამსახურად ჩათვლის შესახებ.

  12. · გამოქვეყნდა 30 დეკ. 2009

    მე-8 პუნქტში თავმჯდომარის დამტკიცების საგანს ხარჯთაღრიცხვაც დაემატა; მე-10 პუნქტში ბეჭედი სამსახურებრივად დაკონკრეტდა და ბიუროს ანგარიშზე დარიცხული პროცენტი ბიუროს ეკუთვნის.

  13. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2009
  14. მე-4 მუხლით სააღსრულებო სამსახური, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, იცვლება იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულით — სააღსრულებო დეპარტამენტით, რომელსაც თავმჯდომარე ხელმძღვანელობს; ამოღებულია სამსახურის დამოუკიდებელი ორგანიზაციული ნორმები.

  15. მუხლის 1-ლ პუნქტში სამსახურის ერთი საბანკო ანგარიში შეიცვალა საანგარიშსწორებო და სადეპოზიტო ანგარიშებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2¹5314²⁰2131477733274
მითითებამნიშვნელობით ახლოსსააღსრულებო წარმოებათა…ადმინისტრაციული სახდელ…ადმინისტრაციული სახდელ…არასრულწლოვანთა მართლმ…ადმინისტრაციული სახდელ…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №134 · ბოლოს შემოწმდა