ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ

მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 9 თებ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2018 წლის 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ჩაითვალოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლად.

2.2018 წლის 1 იანვრამდე ინფორმაციული სისტემიდან გამოთხოვილ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა, თუ აღნიშნული სისტემა ელექტრონული დოკუმენტის ავტომატურ რეჟიმში დადასტურებას უზრუნველყოფს. იმავე პერიოდის განმავლობაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება.

3.2018 წლის 1 ივლისამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

4.ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე, მისი მოქმედების ვადის განმავლობაში შესრულებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

5.საქართველოს მთავრობამ: ა) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს ამ კანონის დებულებათა აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიცავს სულ მცირე სახელმწიფოში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფისაკენ მიმართულ ღონისძიებებს; ბ) 2018 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტი.

6.2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესი.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. 2018 წლის 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ჩაითვალოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლად. 2. 2018 წლის 1 იანვრამდე ინფორმაციული სისტემიდან გამოთხოვილ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა, თუ აღნიშნული სისტემა ელექტრონული დოკუმენტის ავტომატურ რეჟიმში დადასტურებას უზრუნველყოფს. იმავე პერიოდის განმავლობაში ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. 3. 2018 წლის 1 ივლისამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ ელექტრონულ დოკუმენტსა და ელექტრონულ ხელმოწერას აქვს, შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 4. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე, მისი მოქმედების ვადის განმავლობაში შესრულებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. 5. საქართველოს მთავრობამ: ა) 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს ამ კანონის დებულებათა აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიცავს სულ მცირე სახელმწიფოში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფისაკენ მიმართულ ღონისძიებებს; ბ) 2018 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტი. 6. 2018 წლის 1 მარტამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცოს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაციისა და ზედამხედველობის წესი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 10 მაი. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1136432²98691233431130131513
მითითებამნიშვნელობით ახლოსელექტრონული დოკუმენტის…სახელმწიფო სერვისების …საჯარო სამართლის იურიდ…საჯარო სამართლის იურიდ…სააღსრულებო წარმოებათა…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა