Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიმუხლი 13⁴

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

მუხლი 13⁴. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:მომხმარებელთა დაცვასამედიცინო მოწყობილობებიმედიკამენტების რეგულირებასაკვები და სასმელიჯანდაცვის ტექნოლოგიებიმარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება ამ თავისა და ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესისა და პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის კატეგორიების განსაზღვრის წესის შესაბამისად, რომლებიც მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით.

2.საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება: ა) რისკის ანალიზზე დაყრდნობით ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; გ) თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

3.საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით.

4.პროდუქტის დოკუმენტური შემოწმება ხორციელდება ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მისთვის პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიწოდებით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით.

5.ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური  შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით.

6.საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებისას ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე პროდუქტის კონკრეტული კომპონენტი ან ის მახასიათებელი, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს რისკის შესახებ ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი.

7.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს როგორც საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში, ისე პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში.

8.ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომელთან დაკავშირებითაც მას აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისთვის.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომლის ფიზიკური მახასიათებლების ან/და სხვა თვისებრივი მახასიათებლების გამო ვერ მოხერხდება პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების აღება. ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილებით ეს პროდუქტი შეიძლება ადგილზე შემოწმდეს.

10.ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტიანად აღმოჩენასა და გამოვლენას.

11.თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს (შემდგომ − შემოსავლების სამსახური) აქვს ინფორმაცია იმ პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს დადასტურებული საფრთხე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ამ პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობისთვის და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად.

12.ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას ან/და რისკის ანალიზზე დაყრდნობით მიმართოს შემოსავლების სამსახურს პროდუქტის შეჩერების თაობაზე. შემოსავლების სამსახური ვალდებულია შეაჩეროს პროდუქტი პროდუქტის შემოწმებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით და არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

13.თუ დადგინდება, რომ პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან/და მასთან დაკავშირებით არსებობს დადასტურებული საფრთხე, შემოსავლების სამსახური ვალდებულია არ დაუშვას ასეთი პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება.

14.თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ან სხვა საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრა, საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილებით პროდუქტის მიმართ საქონლის მფლობელის/იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის XV თავით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიებები. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №41 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 25 მაი. 2012 – 1 ივნ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 13³შემდეგი მუხლი 13⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კრიზისის მართვა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მარკეტპლეისის პლატფორმის შესაბამისობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის სამართლებრივი უზრუნველყოფა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დავები პროდუქტის ხარისხზე პასუხისმგებლობის შესახებ3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №41

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 13³ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო
  • 13⁶შემზღუდავი ღონისძიებები
  • 13¹რეგულირების სფერო

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 9ბაზარზე ზედამხედველობა
  • 8პროდუქტის თავისუფალი მიმოქცევა

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • 25 (დანართი 1)რისკის შემცველი სამშენებლო პროდუქტების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები
  • 1³ (დანართი 1)საბაჟო კონტროლის ზონებში სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობა

წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ

  • 10¹ფარმაცევტული პროდუქტის უსაფრთხოობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 11⁴ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 70საბაჟო ზედამხედველობა
  • 157საქონლის გატანისას განსახორციელებელი ღონისძიებები

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 26პროდუქციის უსაფრთხოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2610¹11⁴13³13⁶13¹25 (დ…1³ (დ…701579813⁴
მნიშვნელობით ახლოსენერგოეტიკეტირების შეს…სამშენებლო პროდუქტების…პროდუქტის უსაფრთხოების…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს საბაჟო კოდ…საზოგადოებრივი ჯანმრთე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026