Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საგადასახადო კოდექსიმუხლი 265

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 265. გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება

რედაქცია №247 კონსოლიდირებული · 15 ოქტ. 2026
თემები:საგადასახადო აუდიტიგასვლის დაგეგმვასაგადასახადო დაგეგმვაშერწყმა-შეძენის გადასახადებირისკების მართვაამონაწერები და შემოწმება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, სასამართლოს ნებართვით, თუ: ა) ბოლო საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებათა მნიშვნელოვანი დარღვევის ფაქტები; ბ) არსებობს სანდო ინფორმაცია, რომელიც საეჭვოს ხდის პირის ფინანსური და მატერიალური საშუალებების წარმოშობას; გ) არსებობს სანდო ინფორმაცია ქონების ან გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტის დოკუმენტურად დაუდასტურებელი მატების შესახებ; დ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და სხვა დოკუმენტებით არ დასტურდება დაბეგვრის ობიექტებისა და გამოანგარიშებული გადასახადების რეალურობა; ე) წარდგენილი არ არის საგადასახადო დეკლარაცია ან გადასახადის გამოსაანგარიშებლად ან/და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები; ვ) საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ანდა სხვა ღონისძიებების გატარებით.

2.საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ. ამასთანავე, თუ გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა (საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას აქტივების სხვა პირისათვის გადაცემით), საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე, კერძოდ, მითითებული წინაპირობით გათვალისწინებულ აქტივებზე იმავე აქტივების ღირებულების ფარგლებში გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავალიანება. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება. გარდა ამისა, საგადასახადო ორგანო ვალდებულია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ შეუსაბამოს გამოყენებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის მოცულობა დარიცხულ საგადასახადო დავალიანებას ამ დავალიანების ოდენობის თანაზომიერად (პროპორციულად), იმ აქტივის/აქტივის ნაწილის მითითებით, რომელზედაც ვრცელდება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

3.სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლება, დაიწყოს გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დალუქონ გადასახადის გადამხდელის მხოლოდ ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩასატარებლად.

4.თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/8/734 – ვებგვერდი, 09.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2640 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №148 · ძალაშია 1 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 6 ივლ. 2018 – 1 იან. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 6 ივლ. 2018

    265-ე მუხლს დაემატა დებულება „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვისას აქტივებზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელების უფლების, ნებართვაზე უარის შემთხვევაში მისი გაუქმებისა და შემოწმების შემდეგ დავალიანებასთან პროპორციულად შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების შესახებ.

  2. 9 იან. 2018

    265 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება არაკონსტიტუციურად არის ცნობილი და ძალადაკარგულია 2018 წლის პირველი ივლისიდან.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 264შემდეგი მუხლი 266

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იურიდიული მხარდაჭერა საგანგებო სიტუაციების დროს6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გასვლის სტრატეგიის კონსულტაცია1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვა საგადასახადო აუდიტის დროსსერვისის გვერდი
  • საგადასახადო აუდიტი რეორგანიზაციისას (Tax Due Diligence)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 ოქტ. 2026 · №247

  • 2 ცვლილება · ბოლო 6 ივლ. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 239

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 264გასვლითი საგადასახადო შემოწმება
  • 64საგადასახადო მოთხოვნა
  • 299საგადასახადო დავის დაწყება

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 17 (დანართი 1)საგადასახადო მოთხოვნა
  • 109 (დანართი 1)ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის პირობები
  • 19 (დანართი 1)წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹³⁴უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება გადაუდებელი აუცილებლობისას
  • 21⁴⁶საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 138დროებით შემოტანის პროცედურის გამოყენების პირობები

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 48საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება
  • 53³უკანონო მიგრაციის გამოსავლენად უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 376¹საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁴21⁴⁶376¹2392646429917 (დ…109 (…19 (დ…4853³138265
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საბაჟო კოდ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 ოქტ. 2026 · რედაქცია №247 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026