საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

მუხლი 9 (დანართი 1). გეგმური და არაგეგმური შემოწმება

რედაქცია №15 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტი შეიმუშავებს დეპარტამენტის მიერ მომდევნო კალენდარულ წელს განსახორციელებელი გეგმური შემოწმების გეგმას, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან (შემდგომში − მინისტრი) შეთანხმებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს დეპარტამენტის უფროსი.

1¹.გეგმური შემოწმების გეგმა შემუშავდება „რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის“ საფუძველზე, რომელსაც კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი.

2.რეგულირების ობიექტის შემოწმების სიხშირე და შემოწმების პრიორიტეტები განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის მიერ.

3.რეგულირების ობიექტის შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს რეგულირების ობიექტების წინასწარი გაფრთხილებით ან გაუფრთხილებლად.

4.რეგულირების ობიექტის არაგეგმური შემოწმება ხორციელდება: ა) დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ორგანიზაციების, მოქალაქეების მომართვების (საჩივრების), (მათ შორის, „ცხელ ხაზზე“ შემოსული ინფორმაციის) შეტყობინებების საფუძველზე; ბ) რეგულირების ობიექტში (საწარმოში) მომხდარი ავარიული სიტუაციების, მათ შორის, ემისიების გარემოში ავარიული გაშვების, ასევე დათვალიერების შედეგად დარღვევების თაობაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე; გ) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის სხვა ობიექტებზე მცურავი სატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის, თევზის მომპოვებელი) მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით; დ) რეგულირების ობიექტების ანგარიშგების შედეგად წარდგენილი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით; ე ) სალიცენზიო / სანებართვო , გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების , მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების , პირობების დარღვევის აღმოსაფხვრელად და კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის დადგენილი პირობების დაკმაყოფილების მიზნით განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ქმედების განხორციელების დამადასტურებელი ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით ; ვ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების სალიცენზიო პირობების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების არსებობისა.

5.რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების განხორცი­ელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს დეპარტამენტის უფროსი გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6.სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების: ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე (გარდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისა) უკანონო ჭრების ან გამოყოფილ ტყეკაფებში ტყის სფეროში მოქმედი  კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მინისტრი. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 9 ივლისის დადგენილება №357 - ვებგვერდი, 10.07.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მაისის დადგენილება №226 – ვებგვერდი, 16.05.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №454 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. თავი III ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივი რეგულირება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 ივლ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44²57192716 (დ…8 (და…12 (დ…7 (და…436 (დ…163125439 (დანართი 1)
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს გარემოს და…საქართველოს ტყის კოდექ…სამრეწველო ემისიების შ…გარემოს დაცვის შესახებადამიანის ორგანოთა გად…ნაგავსაყრელის მოწყობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №15 · ბოლოს შემოწმდა