1.ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა: ა) ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა; ბ) იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; გ) კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით (აღნიშნული პირობა არ ეხება №1 დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებითა და ამ მუხლის 3 12 პუნქტით განსაზღვრულ პირებს), თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2.ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის: ა) პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ა.ა) ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“, მათთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; ა.ბ) 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახები, რომლებიც განსახლებულ იქნენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში; ა.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებისა და სათემო ორგანიზაციების ბენეფიციარები; ა.დ) ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში (ფილიალებში): ა.დ.ა) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციარები; ა.დ.ბ) დასაქმებული უფროსი აღმზრდელები და აღმზრდელები; ა.ე) რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, რომელთა გამოც ოჯახები იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურებას; ა.ვ) სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და რუსთაველის პრემიის ლაურეატები; ა.ზ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ – „ვ.ზ“ და „ვ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები; ა.თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები შესაბამისი მუნიციპალური ორგანოს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად; ბ) მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა; ბ.ბ) საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, ასევე საპენსიო ასაკის სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა; ბ.გ) სტუდენტი: ბ.გ.ა) საქართველოს მოქალაქე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა; ბ.გ.ბ) პროფესიული სტუდენტი − საქართველოს მოქალაქე, რომელიც სწავლობს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა; ბ.დ) შშმ ბავშვი საქართველოს მოქალაქე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა; ბ.ე) მკვეთრად გამოხატული შშმპ საქართველოს მოქალაქე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა.
3.ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.4-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანები. ამასთანავე, დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების, ასევე „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურების მოსარგებლეები არიან ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვეტერანები, კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართვის მიუხედავად.
3¹.ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.5-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქე მაღალი რისკის ორსულები, მშობიარეები და მელოგინეები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას და, ამავდროულად, აკმაყოფილებს „ანტენატალური და პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეებისა და პაციენტის რეფერალის კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №01-2/ნ ბრძანების დანართ №1.1-ის („პაციენტის რეფერალის კრიტერიუმები“) პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
3².ამ დადგენილების დანართ №1.5-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული. პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
3³.ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართებით: №1.1-ით (გარდა პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და ასევე „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურებისა), №1.3-ითა (გარდა პირველი პუნქტის „გ.გ“ და მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტებისა და ასევე პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურებისა) და №1.4-ით (გარდა პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა და ასევე „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ონკოლოგიური ქირურგიული მომსახურებისა) განსაზღვრული პირობებით ვერ ისარგებლებენ პირები, რომელთა წლიური შემოსავალი ამავე დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის 21-ე მუხლის 1 1 და 1 5 პუნქტების შესაბამისად არის 40 000 ლარი და მეტი, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტითა (საპენსიო ასაკი) და 3 12 პუნქტით განსაზღვრული პირებისა და ასევე დანართ №1.6-ის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3 4 . ამ დადგენილების მე-4 მუხლის „ი 3 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართვის მიუხედავად (მ.შ., 2017 წლის იანვრის მდგომარეობით დაზღვეულები), გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა, რომელთა თვიური შემოსავალი ამავე დადგენილების დანართ №1-ის 21-ე მუხლის 1 2 პუნქტის შესაბამისად 1,000 ლარზე ნაკლებია, შესაბამისი საფასურის გადახდის შემთხვევაში, დადგენილების მე-4 მუხლის „კ 2 “ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოიპოვებენ უფლებას, მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში ისარგებლონ 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის განკუთვნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ დანართ №1.1-ით განსაზღვრული მოცულობის სამედიცინო მომსახურებით, დანართ №1.6-ში მითითებული წესებისა და პირობების შესაბამისად. 3 5 . ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.7-ის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ამასთან, პროგრამის მიზნებისათვის, საქართველოს მოქალაქეებში იგულისხმებიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან ამავე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები.
3⁶.ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.9-ის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეა: ა.ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მასზე მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; საპენსიო ასაკის მოსახლეობა (ქალი – 60 წლიდან, მამაკაცი – 65 წლიდან), შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, ვეტერანი, აგრეთვე გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა; ა.ბ) პარკინსონით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები; ა.გ) ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული 0 – 5 წლის ასაკის მქონე პირები; გ) იმ შემთხვევაში, თუ ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ერთდროულად მიეკუთვნება ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ კატეგორიებისთვის მიკუთვნება მოხდება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით. 3 7 . ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.10 დანართის მოსარგებლეები არიან: ა) შესაბამისი საჭიროების მქონე 6 წლამდე ასაკის ბავშვები; ბ) 6 წლისა და მეტი ასაკის პირები, თუ სამედიცინო დასკვნის თანახმად, ნაჩვენებია კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაცია; გ) მძიმე და ღრმა სმენის სენსონევრალური დაზიანების მქონე პირები, რომლებიც საჭიროებენ ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტს და მომსახურების მისაღებად მოთხოვნა სააგენტოში წარდგენილი იქნება 4 წლის ასაკამდე.
3⁸.ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით, „ბ.ა“ ქვეპუნქტით, დანართ №1.5-ითა და დანართ №1.7-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები დამატებით არიან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მაძიებელი პირები.
3⁹.ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.11 დანართის მოსარგებლეები არიან გულის თანდაყოლილი მანკით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ასევე საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ესაჭიროებათ კარდიოქირურგიული მკურნალობა.
3¹⁰.ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.12 დანართის მოსარგებლეები არიან სამედიცინო დოკუმენტაციით დადასტურებული ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე, როგორც შშმპ სტატუსის მქონე, ასევე ამ სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ასევე საქართველოში ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, რომელთაც ესაჭიროებათ სტომატოლოგიური მომსახურება ზოგადი ანესთეზიით.
3¹¹.ამ დადგენილებით დამტკიცებული №1.15 დანართისა და ასევე №1.16 დანართის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მოსარგებლეები არიან ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. 3 12 . ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „ბ.ზ“ და მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტებით, დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ცოფის პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკისა და მასთან დაკავშირებული გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების (მათ შორის, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული სპეციფიკური შრატებითა და ვაქცინებით მომსახურების უზრუნველყოფა) მოსარგებლეები დამატებით არიან დადგენილების მე-4 მუხლის „ი 5 “ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, სადაზღვევო სქემაში ჩართვისა და შემოსავლების მიუხედავად.
4.დაუშვებელია პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობა ერთდროულად ამ მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ორი ან მეტი საფუძვლით.
5.იმ შემთხვევაში, თუ პირი ერთდროულად მიეკუთვნება ამ დადგენილებით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, მაშინ კატეგორიებისთვის მიკუთვნება მოხდება შემდეგი რიგითობის მიხედვით: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორია; ბ) საპენსიო ასაკი; გ) მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სტატუსი; დ) ვეტერანი; ე) შშმ ბავშვი; ვ) სხვა დანარჩენი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 მაისის დადგენილება №111 – ვებგვერდი, 16.05.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 ივნისის დადგენილება №165 – ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის დადგენილება №178 – ვებგვერდი, 16.07.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება №272 – ვებგვერდი, 23.10.2013წ. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 31.12.2013წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 იანვრის დადგენილება №93 – ვებგვერდი, 21.01.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აპრილის დადგენილება №277 – ვებგვერდი, 10.04.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №512 – ვებგვერდი, 27.08.2014წ. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №746 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 27.01.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №73 – ვებგვერდი, 10.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 თებერვლის დადგენილება №102 – ვებგვერდი, 23.02.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის დადგენილება №208 - ვებგვერდი, 26.04.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №394 - ვებგვერდი, 15.08.2017წ. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №577 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის დადგენილება №19 – ვებგვერდი, 22.01.2018წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 06.11.2019წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის დადგენილება №79 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 მარტის დადგენილება №175 – ვებგვერდი, 18.03.2020წ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის დადგენილება №289 – ვებგვერდი, 05.05.2020წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 მარტის დადგენილება №141 – ვებგვერდი, 01.04.2021წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №429 – ვებგვერდი, 31.08.2021წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №521 – ვებგვერდი, 27.10.2021წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივნისის დადგენილება №313 – ვებგვერდი, 15.06.2022წ. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №507 – ვებგვერდი, 26.10.2022წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №294 – ვებგვერდი, 09.08.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №346 – ვებგვერდი, 01.09.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №431 – ვებგვერდი, 31.10.2023წ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 14 ნოემბრის დადგენილება №442 – ვებგვერდი, 15.11.2023წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივლისის დადგენილება №291 - ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივლისის დადგენილება №294 - ვებგვერდი, 01.07.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 3 ივლისის დადგენილება №301 - ვებგვერდი, 06.07.2026წ.

